გაზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს, როდესაც გულზე სევდისღრუბლებშემოწოლილს მოულოდნელად შეგიჩნდება უცნობი ღიტინი და მთელს ტანში ჟრუანტელი ვერცხლისწყალივით დაიწყებს სრიალს, მიხვდები, რომ ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ დანატრებული გაზაფხულის კვირტივით რაღაც აფეთქდა შენს არსებაში და სადღაც, ქვეცნობიერის დონეზე იგრძნობ, როგორ დაიბადა ლეგენდა შენი სიყვარულის მელოდიაზე… ჯერ ვერ მიხვდები რა ვირუსია ასეთი, ქარიან ამინდში მოფრიალე ცელოფნის პარკივით რომ შეგეფეთა სახეში, ვერც იმას მიხვდები, ასე რატომ ...