გამოვავლინოთ ხელოვნება და დავფაროთ ხელოვანი – აი, ეს არის ხელოვნების მიზანი. კრიტიკოსი ის არის, ვისაც ძალუძს ახლებურად ან ახალი მასალით გვამცნოს მშვენიერებით მინიჭებული საკუთარი შთაბეჭდილება. მაღალი თუ მდაბალი კრიტიკის ფორმა ავტობიოგრაფიის ერთ-ერთი სახეობაა. ისინი, ვინც სილამაზეში მახინჯ მხარებს ჰპოვებენ, ბილწი სულის ადამიანები არიან და არც მომხიბვლელობა გააჩნიათ. ისინი, ვისაც შესწევთ უნარი სილამაზის მაღალ აზრს ჩასწვდნენ, განსწავლული ადამიანებია, მათ უიმედოდ ვერ ...

…აგატა კრისტი მხოლოდ შემოქმედებით წვის გადმოცემას კი არ ცდილობდა, არამედ იმ თავისებური ტკივილის ჩვენებასაც, რაც ხელოვანის ცხოვრებას უდავოდ თან სდევს: რომ არ შეუძლია ნამდვილად ბედნიერი ან უბედური იყოს, ნამდვილი სიძულვილი, სასოწარკვეთა, აღმაფრენა თუ სიყვარული განიცადოს – ხელოვანსა და სამყაროს შორის ხომ მუდმივად ესთეტიკური ფილტრია მოთავსებული… სამწუხაროდ, ხელოვანი, რომელიც სამყაროს გარკვეულწილად გარედან აკვირდება, მას გაორებულად, ორმხრივად და, შესაბამისად ნაკლებ მძაფრად აღიქვამს… ...

“ძვირფასო მისტერ ჩაპლინ, თუკი ზოგ ვინმეს გაუკვირდება, რატომ შეგვხვდნენ თქვენ აქ ასეთი ამბით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ა იციან რატომ გვიყვარხართ. მათ ალბათ ადამიანის ფასიც არ გაეგებათ ხეირიანად და თავს არ იწუხებენ ახსოვდეთ, რამდენი ბედნიერება მოგინიჭებიათ ჩვენთვის ამ ბოლო 40 წლის განმავლობაში. ვერ გაუგიათ რას გვასწავლიდით თქვენ, ვერ დაუფასებიათ, რა სიხარულით გვივსებდით გულს, რა გრძნობებს აღგვიძრავდით, და არც ამ ...