წყენა ჩუმი და პატარა ცხოველია, რომელსაც მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. თუ მისდამი ყურადღებას გამოიჩენთ, არაფერს გავნებთ, მთავარია – არ მისცეთ უფლება, თქვენს სახლში დაიმკვიდროს ადგილი. თუკი გულში ჩაიდებთ, ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს. მას შემდეგ, რაც ეს პატარა და ერთი შეხედვით უწყინარი ცხოველი ადამიანის სხეულში დაიმკვიდრებს ადგილს, ადამიანი კარგავს მოსვენებას. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველს სხეულის დატოვება უნდა, ადამიანი არ აძლევს ამის ...

სალამი, მეგობარო! ჩემი პირველი პოსტი წყენისგან გათავისუფლების შესახებ, პირველივე 24 საათის მანძილზე 25 000ჯერ ნახეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოებაში დაგროვილია ბლოოოოოომად წყენა, რაც ნელმოქმედ ბომბად არის ჩადებული და შინაგანად კლავს სიხარულს ადამიანებში… ბევრმა სწორად გაიგო წინა წერილი, ბევრი კი ზოგადად წყენის წარმოშობისა და მისგან გათავისუფლების აზრს საერთოდ ვერ ჩაწვდა, მაგრამ ეგ არაფერი – ვაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხზე!!! მანამ დავიწყებ, ...

ამას წინათ, ერთმა საყვარელმა გოგონამ მკითხა: თაკო, არის ერთი ადამიანი, ვის პატიებასაც ვერაფრით ვახერხებ, ის ძალიან ცუდად მომექცა, იქნებ, მირჩიო რაიმე?? ძვირფასო მეგობარო, ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, რომ მისვამ კითხვებს და მაძლევ შანსს ჩემი მოსაზრება გაგიზიარო, მადლიერი ვარ ამისთვის! მესმის, ადვილი არ არის აპატიო მას, ვინც უსამართლოდ გატკინა გული და ცუდად მოგექცა, მაგრამ არავინ შეგვპირებია, რომ ადვილი იქნებოდა იყო ძლიერი ...

მე იმდენად მნიშვნელოვანი ინდაური ვარ, რომ არ შემიძლია, ვინმეს მივცე უფლება, მოიქცეს საკუთარი ბუნების შესაბამისად, თუკი ეს მე არ მომწონს. იმდენად მნიშვნელოვანი ინდაური ვარ, რომ როცა ვინმე არ იტყვის იმას ან არ მოიქცევა ისე, როგორც ველოდი – განაწყენებით დავსჯი. დაე, დაინახოს, რამდენად მნიშვნლოვანია ჩემი წყენა და მიიღოს იგი როგორც სასჯელი საკუთარი „დანაშაულების“ გამო. მე ხომ ძალიან მნიშვნელოვანი ინდაური ვარ! საკუთარ ...