ამბავი სიყვარულზე, რომელიც ჩასახვისთანავე სასიკვდილოდ იყო განწირული. ამბავი ქალზე, რომელმაც ყველაფერი დაკარგა სიყვარულთან ერთად. ქალზე, რომელიც დაივიწყეს. ალბათ, გსმენიათ გამოთქმა: ადამიანი მაშინ კვდება, როცა ივიწყებენო, სიყვარულიც სწორედ მაშინ კვდება, როცა მისი არსებობის აღარ სწამთ. ისტორია ქალზე, რომელსაც ბავშვობიდან თავდავიწყებით უყვარს მწერალი მამაკაცი და სამუდამოდ მისი ერთგული რჩება! ერთგული რჩება მამაკაცისა, რომელსაც აღარც კი ახსოვს პატარა გოგონა, რომელიც გაიცნო ….. სიკვდილის წინ ქალი ...

“ძმაო სერგო! მე კარგად ვარ. ამჟამად ვიმყოფები ფშავში და ამ წერილსაც მაღაროსკარიდან გწერ. ეს არის პატარა, საცოდავი სოფელი თავისი უბადრუკი დუქნითა და ფოსტის შენობით. აქ მე პირიქითა ხევსურეთიდან ჩამოვედი, სადაც ვიმუშავე ძალზედ ნაყოფიერად – გავაკეთე მრავალი ესკიზი და ჩანახატი. შენ, ალბათ, გიკვირს და ფიქრობ: რა მინდა ამ მივარდნილ მხარეში ან რამ მაიძულა აქ წამოსვლა. ვეცდები ყველაფერი წვრილად აგიხსნა: შენ იცი, ...

ქართველი მწერალი გურამ რჩეულიშვილი დღიურებს თორმეტფურცლიან რვეულსა და ფოტოსურათების უკანა მხარეს წერდა. მოგვიანე ბით მისი ჩანაწერები მწერლის დამ შეაგროვა და ერთ კრებულად გამოუშვა. ბევრჯერ, არც ისე ბევრჯერ, უფრო სწორად ხუთი- ექვსჯერ, მიცდია დამეწერა რაიმე საინტერესო , გინდაც უინტერესო, მაგრამ მაინც დამეწერა, ჯერ ყაზბეგს ვბაძავდი, მერე ვინ იცის ვის, მაგრამ ერთ გვერდზე მეტის დაწერა ვერ შევძელი. ახლაც, როცა ვწერ, მიზნად მაქვს ...

“მე არც ისე ღარიბი ვარ, როგორცა გწერდი. მე აღმომაჩნდება ჩვენი ცხოვრებისათვის სახსრები, ვიცხოვრებთ ისე, როგორც მრავალნი ცხოვრობენ; მაგრამ მე ვცდილობდი – უფრო ღარიბად მეჩვენებინა თავი, ვიდრე ნამდვილად ვარ. იცი, რატომ? იმიტომ, რომ თუ ასეთი უბრალო რამ შეგაშინებდა, შეგეძლო მაშინვე უარი გეთქვა ჩემთვის. მე ასეთი ცოლის ყოლას არ მოვინდომებდი. გარდა ამისა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შენ ადამიანს უყურებ არა როგორც ოქროებით გატენილ ...

ჩემო საყვარელო ბიჭო! ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ ისეთი ცნობები ვერ მივიღე მასწავლებლისგან შენზე, როგორსაც ველოდი. ის იმდენ ენერგიას ხარჯავს შენთან მეცადინეობაზე, რომ სავსებით იმსახურებს შენგან გულისყურსა და სიბეჯითეს. რამდენიმე საგანს სწავლობ: უცხო ენებს, ისტორიას, გეოგრაფიას,წერას…რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ნიჭი, გულისყური და დრო სჭირდება. მეხსიერებას შენ ნამდვილად ვერ დაემდურები – იოლად ითვისებ ყველაფერს, გულისყური გაკლია მხოლოდ! უმაგისოდ კი წიგნზე მუშაობის ...

„მას შემდეგ რაც ეროსიმ თბილისში ბინა მიიღო, მარტო ცხოვრობდა , არც მეუღლე ჰყავდა და არც შვილები. სახლში მარტო ვერ ძლებდა, თითქოს ეშინოდა რაღაცის. სიბნელე არ უყვარდა, ეშინოდა, ჯიბეებში სულ წამლები ელაგა. სიკვილისაც განსაკუთრებით ეშინოდა. საკუთარ სახლში, მეგობრების წრეში ყოველთვის თავად იყო თამადა, სადღეგრძელოსთან დაკავშირებით კი საკუთარი ფილოსოფიური მოსაზრება ჰქონდა: “შევარცხვინე ის სადღეგრძელო, რომელიც ჭიქის ხელში აღებამდეა მოფიქრებული , ვენაცვალე იმ ...

1925 წელს ესპანეთში მყოფმა ერნესტ ჰემინგუეიმ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისთვის მიწერილ წერილში ხუმრობით აღწერა თუ როგორ წარმოედგინა სამოთხე. გთავაზობთ წერილს. ძვირფასო სკოტ, ხვალ პამპლონაში მივდივართ. აქ კალმახზე ვთევზაობდი. როგორ ხარ? ზელდა როგორაა? იმაზე კარგად ვგრძნობ თავს ვიდრე ოდესმე მიგრძვნია – მას შემდეგ რაც პარიზიდან ჩამოვედი, ღვინის გარდა არაფერი დამილევია. ღმერთო, რა კარგი სოფელია. თუმცა, შენ სოფელი გძულს. კარგი, სოფლის აღწერას არ ...

ძმაო რეზო! მივიღე შენი ბარათი სწორედ იმ დროს, როცა შენთვის წერილის მოწერას ვაპირებდი და, ჰა, გწერ კიდეც. საყვედურს ვერ მივიღებ, ძმაო, არ დამვიწყებიხარ. სხვა?! საღამოებს მართავთ და მართავთ. ალიოშა მწერს, რეზო საღამოსთვის ემზადება, დატვირთულიაო. ჯაბუშანურის საღამო… ახლა შენგელიას საღამოც იქნება თურმე, მაგრამ ლექსებს თვითონ რომ ვერ წაიკითხავს?! თუმცა მერე რა, ჟაკი წაიკითხავს, ალბათ… მე ვარ საშუალოდ, არც იქით, არც აქეთ. ...

ხშირად გამიგონია ფრაზა-“ადრე სხვანაირად უყვარდათ საქართველოში!..”, რომელსაც მუდამ ირონიული ღიმილით ვისმენ. სიყვარული ყველა დროში სიყვარულია და ეპოქა მასზე არ აისახება.ის ან არსებობს,ან არა. ქართველი ხელოვანების,პოეტების სასიყვარულო ამბები უფრო რომანტიკულად გვეჩვენება, რადგანაც შემდეგ მათ შემოქმედებაში ვცდილობთ ამოვიცნოთ ეს ისტორიები. ქართველი პოეტის, ქალის,ნაზი კილასონიას ლამაზი ისტორია დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი, რომანტიკოსი მოზარდის ისტორიისგან,რომელსაც მასწავლებელი შეუყვარდა. ეს არის აღსარება, აღიარება ,უმისამართო წერილი.. როგორც ...

„ჩემო მედიკო, კი არ მაგონდები, მელანდები. რამდენჯერმე გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდი ქუჩაში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, სახლები, თითქოს ვიტრინებშიც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის ხეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი ...