მუსიკა შუამავალია გონების სამყაროსა და გრძნობათა სამყაროს შორის. ძლიერ ვწუხვარ, რომ არ მესმის სამხედრო საქმე ისე, როგორც მუსიკის ხელოვნება, მაშინ მე მას დავამარცხებდი. (ლაპარაკია ნაპოლეონ ბონაპარტზე) მე ყველაზე უფრო კომპოზიცია მაინტერესებს, ვიდრე შემსრულებლობა. უკეთესად თუ უარესად დაკვრა ყველას შეუძლია, მუსიკის შეთხზვა კი მამაკაცის ღირსების საქმეა. ყოველ ხელოვანს უნდა გააჩნდეს გამბედაობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ტალანტი. ჭეშმარიტი ხელოვანი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს ...

ერთ განდეგილს ჰკითხეს: — ამ ყველასაგან მივიწყებულ ადგილზე მარტო როგორ ძლებ? მან კი უპასუხა: — მარტო არ ვარ. მე თანამოსაუბრე მყავს — ეს არის ღმერთი. როდესაც მინდა, რომ მელაპარაკოს, — მე ბიბლიას ვკითხულობ, ხოლო როდესაც მე მინდა მასთან ლაპარაკი — ვლოცულობ. მოსწავლეს, რომელიც ყოველთვის, ყველას აკრიტიკებდა, მასწავლებელმა უთხრა: — თუ სრულყოფილებას ეძებ, სცადე საკუთარი თავი შეცვალო, და არა სხვები. უფრო ...

ნათია როსტიაშვილი “ფეისბუქზე” ჰყვება თბილისი-ჰერეთის სამარშრუტო ტაქსის მძღოლის – თამაზის შესახებ, რომელსაც, მისი თქმით, მგზავრები უყვარს და თავის საქმეს დიდი სიხარულითა და მონდომებით აკეთებს, ამასთან, მისთვის არც ადამიანური ურთიერთობებია უცხო. “ეს კაცი მინდა გაგაცნოთ. აქვე ვიტყვი, რომ არც ჩემი ნათესავია, არც ახლობელი. ერთი, გამორჩეულად ნათელგულიანი ადამიანია. ცოტა რომ შემოგვრჩა – ისეთი. ჩემი ნოველის სათაურია ,,თბილისი-ჰერეთი”. მაგ რეისზე დაჰყავს მგზავრები თამაზს. ...

..ადამიანი გარბოდა, რაც ძალი და ღინე ჰქონდა.. “დიდი და ბნელი” მისდევდა მას.. ბოლოს, ძალა გამოელია და ქვაზე ჩამოჯდა.. ის “დიდი და ბნელი” მის გვერდით მიყუჩდა. ამის შემყურე, საწყალი კაცი ნაღველმა შეიპყრო და აქვითინდა.. …უეცრად, ადამიანმა ფრთების ფრთხიალის ხმა გაიგო, თავი ასწია.. და ანგელოზი დაინახა, რომელსაც სადღაც ეჩქარებოდა.. – ეი! ანგელოზო..– დაუძახა ადამიანმა –..რა უნდა ვუყო ამ ბნელ ჩრდილს? ის ყველგან ...

გათენდა. მე და დედამ ერთად გავიღვიძეთ. თავზე მოვიხვიეთ მზის სხივები და ავკისკისდით.მე ყავა გავამზადე,დედამ სახლის დალაგება დაიწყო.ალაგებდა და აკრიალებდა ყველაფერს,თან ჩუმად გულში ღიღინებდა.სტუმრად მოსულ დედას არასდროს არ უნდა დავალაგებინოთ სახლი,მაგრამ დედა არ დაგიჯერებს, მაინც დაგეხმარება,მაინც გააკეთებს ყველაფერს შენთვის.მე აივანზე ვიდექი და ჩემს ნაწერებზე ვფიქრობდი.ვფიქრობდი,რა კარგია დედასთან ყოფნა,მასთან ერთად ცხოვრება და ერთ სახლში სუნთქვა,მაგრამ დედა სხვაგან ცხოვრობს და მხოლოდ სტუმრად მოდის ...

იყო ერთი თხა, მაგრამ რაღა იყო? გამოწველეს, გაატყავეს და შეჭამეს ადამიანებმა. იყო ერთი მგელი, მაგრამ რისი მგელი იყო?! დაიჭირა თხა და გამოუწველგაუტყავებლად შეჭამა. კაცისთვის თხა კარგი იყო, რადგან თავად ჭამდა, მგელი კი – ცუდი. რადგან საკვებს შეეზიარა. მგელისთვის თხა კარგი იყო, რადგან შეჭამა და გაძღა. კაცი კი – ცუდი, რადგან ამისთვის ტყავს გააძრობდა. თხას კი ამდენი არ ესმოდა და მხოლოდ ...

ხშირად უგრძვნია თავი ადამიანს უსუსურ და მარტოსულ არსებად, თითქოსდა სიცარიელე ისადგურებს მის სულსა და გულში, როდესაც გარემო სამყაროს წყდება და არიცის რითი კვებოს საკუთარი ბედნიერების შეგრძნება, იმ ბედნიერების რომლითაც ყოველდღე საზრდოობდა ვირტუალურად. გამზადებული, მზარმზარეული შგრძნებები და ილუზიების დიდი, ჭრელი სამყარო, რასაც ვიღებთ ყოველდღე ვირტულურ სივრცედან, მერე ,დროთა განმავლობაში ვხვდებით რა ამაოა ეს ყველაფერი, და როგორ გარბის დრო, რომ ვერ ვასწრებთ ...

რამდენი ადამიანიც არსებობს დედამიწაზე , იმდენივე განცდა და აღქმა არსებობს სამყაროსი, განა შემიძლია მხოლოდ საკუთარ თავზე ვესაუბრო მკითხველს. თვეების წინ ერთი იდეა დამებადა, ჩემს წარმოსახვაში ამეღო ერთი გამჭირვალე ბურთი და თავი მომეყარა სხვადასხვა ადამიანების პოზიტივებისთვის. ეს ისეთი მსუბუქი და ლამაზი ტვირთია მინდა რომ გაგიზიაროთ . მსურს, ისეთივე უბრალო ენით გადმოგცეთ რამოდენიმე პოზიტივი ,როგორი უბრალოებიც ვართ ჩვენ ყველანი სინამდვილეში, ყოველგვარი ეფექტებისა ...

სად არის ამაღლებული მჭერმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა. სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა. სად არის დიდება? – განქარდა. სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი. სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანურმა შურმა მიიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით. ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავებში განისვენებენ; მხოლოდ სამშობლოღა დამრჩა, მაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა ...

“…ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც დიდებისგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორად საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, მათი სიკვდილით გულმოკლული და შეძრწუნებული ახლობლებისა. ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ, უდიდეს სიამოვნებას. ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ და ...