მას შემდეგ რაც კომპანია Apple დაარსდა სტივ ჯობსი მთელ დროს სამუშაოს უთმობდა. ის ყველა თათბირს პირადად ესწრებოდა და მხოლოდ ერთხელ გამოტოვა იგი, მიზეზი კი სავარაუდოდ საპატიო უნდა ყოფილიყო. როგორ დაუშვა ამ საქმისთვის თავდადებულმა ადამიანმა საყვარელი საქმე სხვა რამეში გაეცვალა. ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო: ჯობსმა საქმიანი შეხვედრა პირველ პაემანში გაცვალა. პაემანი მშვენიერ გოგოსთან, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. სტივი უნივერსიტეტში საჯარო ლექციის წასაკითხად ...

ადამიანების უმეტესობა არ ცდილობს გამოვიდეს საკუთარი კომფორტის ზონიდან. არადა საინტერესო ცხოვრება სწორედ იქაა, კომფორტის ზონის გარეთ. რაც არ უნდა დიდი შემოსავალი გქონდეს, თუ არ გამოხვედი კომფორტის ზონიდან და ყოველი დღე არ გახადე საინტერესო, შენი ცხოვრება დაემგვანება ძროხისას ? ძროხის ცხოვრება ძროხა ძალიან მაგარი „ვინმეა“, ყველამ იცის მისი შესაძლებლობები – რძე, მაწონი, კარაქი, ყველი, სულგუნი, რძისგნ დამზადებული ნამცხვრები, კანფეტები, შოკოლადები, ძროხის ...

1.სიყვარულს, ისევე როგორც მთელს ბუნებას აქვს ჭკნობისა და ყვავილობის პერიოდი, მაგრამ მთლიანად არასდროს კვდება, ზღვა მაინც ზღვაა, მოიქცევა თუ უკუიქცევა. სიყვარულშიც, ეს იქნება ქალისა თუ ხელოვნების სიყვარული არის წუთები, როცა იგი მიილევა, ძალა ეცლება, მაგრამ რწმენის სრული დაკარგვა ალბათ, არ ხდება. სიყვარულს, როგორც მეგობრობას მარტოოდენ გრძნობად როდი ვთვლი, სიყვარული უპირველესად მოქმედებაა და როგორც ყოველ მოქმედებას მასაც დიდი დაძაბულობა ახლავს თან. ...

,,ჩემი ერთ-ერთი მეგობრის დედა ყოველთვის ჯანსაღი კვების მომხრე იყო, ის არ ეწეოდა, არ სვამდა, ვარჯიშობდა, დამცავი საშუალებების გარეშე არასოდეს გადიოდა სახლიდან მზიან ამინდში. ყოველთვის ითვალისწინებდა ექიმი-დიეტოლოგის რჩევებს. შეიძლება ითქვას რომ, ის საკუთარ ჯამრთელობაზე ზედმეტად ზრუნავდა. ეხლა ის 76 წლისაა, ექიმებმა მას კანისა და ტვინის კიბო დაუდგინეს. ჩემი ერთ-ერთი მეგობრის მამა საკუთარ თავს არაფერს უკრძალავდა, არასდროს ყოფილა  დაინტერესებული სპორტით, უყვარდა გემრიალად ჭამა, ისე რომ ...

,,არ დაიჯეროთ რომ საყვარელ ადამიანს თქვენი მიტოვება არ შეუძლია! შეუძლია! დაიჯერეთ! ადრე თუ გვიან ის ამას გააკეთებს, მაშინ როცა გააცნობიერებს რომ თქვენთან ურთიერთობას მისთვის სიხარული და ბედნიერება არ მოაქვს, როცა საკუთარ თავს მთლიანად თქვენ მოგიძღვნით, როცა თქვენს გამო ის ყველაფერზე წავა, დათმობს ბევრს, იმისთვის რომ იყოს თქვენთან, სანაცვლოდ ის თქვენგან არაფერს იღებს, თქვენ მას იმედს გაუცრუებთ, მაშინ როცა მან თქვენ ...

   შეყვარებულობის პერიოდში ერთ ულამაზეს ადგილას წამიყვანა ჩემმა მომავალმა მეუღლემ. მახსოვს, შემოდგომა იყო და ჯვრის მონასტრისკენ სავალი გზა – ყვითელ, ერთმანეთზე გაბუტულ ფერებში იყო ჩაფლული.მაშინ, ვიფიქრე, რომ შეიძლება საყვარელ ადამიანს გაებუტო,მაგრამ მაინც გიყვარდეს,მაინც მისი ადამიანი გერქვას.გზაზე ბერები შეგვხვდნენ, მათთვის უფრო ლამაზი იყო შემოდგომა, მე ასე მეგონა ყოველ შემთხვევაში. ჯერ მონასტერში შევედით. ტაძრის კარიბჭესთან მოხუცი კაცი ჰყიდდა სანთლებს,დაგვლოცა და გვითხრა, რომ ...

…ერთხელ, უძველეს დროში ერთ ღარიბ მხატვარს მეფის ასული შეუყვარდა. მხატვარი ფიქრობდა რომ ის მისი არასოდეს გახდებოდა და გადაწყვიტა მისი პორტრეტი დაეხატა, რათა ამ გზით ასული სულ მასთან ყოფილიყო. მხატვარმა დიდ ტილოზე დაიწყო პრინცესას დახატვა და მისი სახე და სხეული ნელ-ნელა ძალიან ემსგავსებოდა მას. მაგრამ მხატვარი მაინც არ იყო კმაყოფილი, ის გრძნობდა რომ რაღაც აკლდა პორტრეტის სრულყოფილებას. მეფის ასულის ყურამდე მივიდა ...

განდეგილმა ბრძენმა იპოვა ძვირფასი ქვა მდინარეში, საიდანაც ის წყალს სვამდა. იქვე, შორიახლოს მიმავალმა ღარიბმა მგზავრმა ბრძენს საუზმის გაყოფა სთხოვა. ბრძენმა გახსნა თავისი ზურგჩანთა და რაც კი საგზალი გააჩნდა ყველაფერი მას შესთავაზა. მაგრამ მგზავრმა ჩანთაში ძვირფასი ქვა დაინახა და ბრძენს მხოლოდ მისი მიცემა სთხოვა. და ბრძენმაც უყოყმანოდ დაუთმო მას ეს ქვა. ღარიბმა იანგარიშა, რომ ქვის ფასი ძალიან მაღალი იქნებოდა და მისი ...

1. მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეს უბინძურესი ლოთიც კი არ ეძებს მეძავ ქალთან. 2. მწამს, ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი. მაგრამ არა იმ აზრით, როგორც ეს პროტესტანტებსა და კათოლიკეებს სწამთ. 3. დიდი ხანია, რაც ადამიანებთან ფულსა და ხელოვნებაზე ლაპარაკს მოვეშვი. იქ, სადაც ფული და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება, საქმეს ხეირიანი პირი არ უჩანს. ხელოვანს ან აკლებენ ფულს, ან იმაზე მეტს უხდიან, ...

  ტყეებმა მითხრეს – მათი სილამაზე და მარადიულობა იმის შედეგია,რომ ხეები ყოველთვის ერთად დგანან და ძლიერ სახლს ქმნიან. ადამიანებსაც გვიყვარს ერთად ყოფნა,ვიცინით,ვმხიარულობთ,მაგრამ როგორც კი სევდა შემოაწვება გულს,განმარტოება გვირჩევნია.    წელს ძალიან ბევრი ვიმოგზაურე.მთაში რამდენჯერმე დავლიე წყაროს წყალი და მივხვდი, რას ნიშნავს სიტყვები – “წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ”.ვწერ.საკუთარი მელოდია მაქვს,რომელსაც მაშინ ვამღერებ,როდესაც საკუთარი სულის მოსმენა მჭირდება.ტყეში ძალიან ბევრი ადგილია,სადაც უამრავ მშვენიერ ...