შარშან, გაზეთმა The New York Times-მა მითიო კაკუ ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად დაასახელა.იაპონური წარმოშობის ამერიკელ ფიზიკოსს შავი ხვრელების შესწავლასა და სამყაროს დაჩქარებული გაფართოების შესახებ აქვს ჩატარებული კვლელევბი . ის თეორია string-ის დამფუძნებელია, რომელიც ფიზიკის ძირითად მოდელად იქნა მიჩნეული. მეცნიერის აქტივში 8 წიგნი-ბესტსელერი და მრავალი გადაცემათა ციკლი BBC და Discovery-ზე. მსოფლიოში სახელგანთქმული პედაგოგი, ის თეორიული ფიზიკის პროფესორია ნიუ იორკის ...

ყოველ ღირსებასა და ხასიათის სიკეთეს ენათესავება ესა თუ ის ცოდვა ან ბიწიერება კაცისა. თუ ზომაზე მეტად განვითარდა ისინი, ან ერთად გადაიქცევა ან მეორედ. გულუხვობა და ხელგაშლილობა ხშირად მფლანგველობად იქცევა, მომჭირნეობა და ყაირათობა – სიძუნწედ, სიმამაცე თავზე ხელაღებად, სიფრთხილე სილაჩრედ და ა.შ. ბიწიერების ჭეშმარიტი სახე იმდენად მახინჯია, რომ პირველივე შეხედვით ზიზღით გვივსებს გულს და არც გვაცთუნებდა ალბათ როდესმე, თუ რომ თავიდან ...

მე-19 საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთის მთავრობამ ფსიქოლოგ ალფრედ ბინეტს სთხოვა, შეექმნა სტანდარტული ტესტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ მოსწავლეთა გამოვლენა, რომლებიც სირთულეს აწყდებოდნენ სასკოლო პროგრამის დაძლევისას. ალფერდ ბინეტმა და მისი კოლეგამ თეოდორე საიმონმა შექმნეს კითხვარი, რომელიც ორიენტირებული იყო მოსწავლეებში გამოევლინა ისეთი თვისებები როგორიც არის ყურადღება, მეხსიერება და პრობლემათა გადაჭრის უნარი ( ტესტი არ იყო დაფუძნებული სასწავლო კურიკულუმზე ) ასეთი კითხვარის მეშვეობით ...