ყოველ ღირსებასა და ხასიათის სიკეთეს ენათესავება ესა თუ ის ცოდვა ან ბიწიერება კაცისა. თუ ზომაზე მეტად განვითარდა ისინი, ან ერთად გადაიქცევა ან მეორედ. გულუხვობა და ხელგაშლილობა ხშირად მფლანგველობად იქცევა, მომჭირნეობა და ყაირათობა – სიძუნწედ, სიმამაცე თავზე ხელაღებად, სიფრთხილე სილაჩრედ და ა.შ. ბიწიერების ჭეშმარიტი სახე იმდენად მახინჯია, რომ პირველივე შეხედვით ზიზღით გვივსებს გულს და არც გვაცთუნებდა ალბათ როდესმე, თუ რომ თავიდან ...

თუ აპირებ კარგი პოლიტიკოსი იყო , გახსოვდეს, რომ  არის რამოდენიმე წვრილმანი, რომელთაც ანგარიში უნდა გაუწიო: პირველი – უნდა იყო ამ თანამდებობისათვის ვარგისი კაცი. საამისოდ კი საჭიროა საფუძვლიანად შეისწავლო ძველი და ახალი ისტორიები და დაეუფლო ენებს. უნდა ზედმიწევნით იცოდე სხვადასხვა ქვეყნების წყობილება და იქაური მმართველობის ყაიდა – მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. უნდა იცოდე ძველი და ახალი იმპერიების აღზევებისა და დაცემის ...