ჩემო გოგონა, ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.შენ ისე შორს ხარ ჩემგან … მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ...

“ძვირფასო მისტერ ჩაპლინ, თუკი ზოგ ვინმეს გაუკვირდება, რატომ შეგვხვდნენ თქვენ აქ ასეთი ამბით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ა იციან რატომ გვიყვარხართ. მათ ალბათ ადამიანის ფასიც არ გაეგებათ ხეირიანად და თავს არ იწუხებენ ახსოვდეთ, რამდენი ბედნიერება მოგინიჭებიათ ჩვენთვის ამ ბოლო 40 წლის განმავლობაში. ვერ გაუგიათ რას გვასწავლიდით თქვენ, ვერ დაუფასებიათ, რა სიხარულით გვივსებდით გულს, რა გრძნობებს აღგვიძრავდით, და არც ამ ...

1.”ვერასოდეს დაინახავთ ცისარტყელას, თუ მუდამ ძირს იხედებით”. 2.”სიცილის გარეშე გატარებული დღე, ტყუილად დაკარგულია.” 3.”ყოველთვის მიყვარს წვიმაში სეირნობა,რადგან ვერავინ ამჩნევს,რომ ვტირი”. 4.”დამარცხება არაფერია.მხნეობაა საჭირო,რომ თავიდან ლაფი მოიცილო”. 5.”ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს.” 6.”როგორც ყველა ადამიანი, მეც ის ვარ, ვინც ვარ. უნიკალური და გამორჩეული ინდივიდი. ისტორია უამრავი ოცნების,სურვილისა და გამოცდილებისა,რომელთა ერთიანობასაც წარმოადგენს ჩემი პიროვნება.” 7.”უბრალოდ გაიღიმეთ და აღმოაჩენთ,რომ ...