იცინე ხმამაღლა და გულიანად, ვინც გეტყვის რომ ეს უკულტურობაა არაუშავს, მას სიცილის კულტურა არ აქვს! არ იდარდო დეტალებზე! ყველაფერი დეტალია, გარდა ადამიანების ჯანმრთელობისა! არ აქვს მნიშვნელობა რამხელა მიზანი გაქვს, ის მაინც პატარაა. ნუ დაელოდები გრანდიოზულ მოვლენებს, მიმოიხედე გარშემო უამრავ მიზეზს იპოვი ბედნიერებისათვის! არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, მთავარია როგორ ხარ! შენი პროფესიაც შენი მეორენახევარია, კარგად დაფიქრდი რისი კეთება გეყვარება ყველაზე ...

დღეს მობილური ტექნოლოგიები იმდენად საჭირო გახდა ადამიანებისთვის, რომ ბევრ ადამიანს მათ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები აადვილებენ კომუნიკაციას და ბევრ მნიშვნელოვან სამსახურს გვიწევენ, არსებობს რაღაც, რისი ჩანაცვლებაც მათ არ შეუძლიათ. ეს ვიდეოც სწორედ ამ თემას ეხმაურება. თუ ფიქრობთ, რომ “სიყვარული” ქმნის იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ, ფართოდ გააღეთ გული ადამიანებისთვის, რომლებიც თქვენს გვერდით არიან. ...

იმ პატიოსნებამ და გულწრფელობამ, რომელიც მშიერ და უსახლკარო ადამიანში აღმოჩნდა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და მას ბევრად უფრო დიდი ჯილდო მოუტანა, ვიდრე ბრიალიანტის ბეჭდის ღირებულებაა. უსახლკარო ბილი რეი ჰარისი,მედიის ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც უკან დააბრუნა ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც დახმარების მსურველმა შემთხვევით ჩააგდო მის ქუდში ხურდასთან ერთად. უსახლკარო ადამიანის პატიოსნებით შთაგონებულმა, სარა დარლინგმა, რომელიც ბეჭდის მფლობელი იყო მადლიერების ნიშნად მისთვის ...

ამ არაჩვეულებრივ ვიდეოში “კამერა” ადამიანთა შინაგან სამყაროში იხედება. მოქმედება საავადმყოფოში მიმდინარეობს, სადაც უამრავი ემოციაა თავმოყრილი, როგორც რეალურ ცხოვრებაში, თუმცა აქ ყველაფერი უფრო მკვეთრად ჩანს. ადამიანური ემოციები, რომელსაც ამ ვიდეოში ნახავთ, არც ერთი ჩვენგანისთვის უცხო არაა. ვიდეო შექმნილია კლინიკა “Cleverland”-ის დაკვეთით, რომლის მთავარი სათქმელი ისაა, რომ ყველა ადამიანი განსაკუთრებულ მოპყრობასა და მზრუნველობას იმსახურებს. ...

გარდაცვალებამდე ალექსანდრე მაკედონელმა არმიის მთავარსარდალს 3 სურვილი გაანდო: 1. მსურს ჩემი სასვენებელი ხელით წაიღონ მთელი ქვეყნის ყველაზე სახელგანთქმულმა მკურნალებმა. 2. მინდა, გზაზე სადაც ჩემს უსიცოცხლო გვამს გაატარებენ, უთვალავი ძვირფასი ქვა და ოქროს ზოდი მიმოფანტონ. 3. მსურს, სასვენებლიდან ჩემი ხელები მოჩანდეს. გაკვირვებულმა მთავარსარდალმა მბრძანებელს სთხოვა აეხსნა, თუ რატომ ისურვა მან ამ სურვილების შესრულება. მან უპასუხა: 1. მსურს საუკეთესო ექიმებმა წაიღონ ჩემი სასვენებელი, რადგან მთელმა ...

“სიმდიდრე არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენი გაქვს, არამედ იმით თუ რამდენს გასცემ და როდესაც გასცემ უფრო ბედნიერი ხარ..” ეს არის გაკვეთილი, რომელიც ამ არაჩვეულებრივი ვიდეოს მთავარმა გმირმა ისწავლა მამისგან, თუმცა მისდა სამწუხაროდ, ძალიან გვიან.. ...