ისახება შენში იოტისოდენა , ისახება , შენს გულს აწვდენს ხმას და უნისონში ძგერთ ორივე . თავიდან ვერ ეგუები, რომ შენში შენი ნაწილი ცხოვრობს, რომლის მთელი დედამიწა და სამყარო შენს მუცელში ეტევა, რომელსაც ცხრა თვე ხელს ვერ შეახებ. გრძნობ სისუსტეს, თავბრუსხვევას, გეზიზღება მურაბიანი ჩაი და წვერმოშვებული მამაკაცები და მეც წვერთან დადარაჯებული ვარ . დგები სარკის წინ, მოიმჭიდროვებ ზედას და გეჩვენება , ...

      ეს ამბავი  რამდენიმე წლის  წინ  ჩემს უბანში მოხდა. მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი,მაგრამ სადმე შეკრებილ უფროსებს    თუ  მოვკრავდი თვალს, ვიცოდი ისინი ისევ  იმ უშვილო წყვილზე საუბრობდნენ,რომლებიც ჩემი სახლის წინ ცხოვრობდნენ და   უკვე რამდენიმე წელი იყო, არ  უჩნდებოდათ  შვილი.   ისინი ლოცვაში  ატარებდნენ დღეებს,მკურნალობდნენ თბილისის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, იყვნენ  კეთილი და გულისხმიერი ადამიანები,ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს სასიხარულო ამბავი გაიგეს კიდეც, მალე ...

დედამ ახალდაბადებული შვილი ხელში აიყვანა, ნელა დაარწია და უმღერა: სამუდამოდ მეყვარები, სამუდამოდ მომეწონები, სიცოცხლის ბოლომდე, ჩემი პატარა იქნები. ბავშვი იზრდებოდა. 2 წლის რომ გახდა ისე იქცეოდა, როგორც ყველა ცელქი პატარა:  მთელ სახლში დარბოდა, თაროებიდან წიგნებს, მაცივრიდან კი საჭმელებს ყრიდა. ერთხელ დედის საათი ტუალეტშიც კი ჩააგდო. დედა ხანდახან იტყოდა,- ,,ეს ბავშვი გამაგიჟებს.’’ თუმცა ღამით,  ბავშვის ოთახის კარს შეაღებდა, მის საწოლს დახედავდა, ...

      დედა ყოველდღე ხატავდა ჩემთვის ყვავილებს, მთებს,მინდვრებს და მდინარეებს,რადგან უნდოდა კარგი ადამიანი გამოსულიყო ჩემგან. ახლა ვხვდები, დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის –  რომ იყო შვილის საყვარელი  მხატვარი.     ბავშვობაში  ავად რომ გავხდებოდი, დამადებდა დედა  შუბლზე   ხელს  და შეუღონდებოდა გული. გაიქცეოდა ექიმთან და შვებით ამოისუნთქებდა, როდესაც დარწმუნდებოდა რომ   უბრალოდ გაციებული ვიყავი და არაფერი მჭირდა საგანგაშო. შეუკეთებდა მაშინათვე  ღუმელს, გააგზავნიდა  პაპას სათევზაოდ და ...

ბევრ წვრილმანს, რაც თქვენ ბანალურად გეჩვენებათ, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ბავშვისთვის. ბავშვური აღქმა ბევრად ნათელი და ემოციურია- ნებისმიერი საგანი, რაც ზრდასრულისთვის უმნიშვნელოა, შესაძლოა, ნამდვილ აღმოჩენად იქცეს ბავშვისთვის. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომლებიც ბავშვში ნამდვილ გაოცებას გამოიწვევს. ჩამოიკიდეთ მაკარონის ყელსაბამი კისერზე და მთელი დღე ასე იარეთ, ან მანამ, სანამ სახლიდან გასვლა არ მოგიწევთ. შექმენით დევიზი ან სლოგანი. (მაგ.: “ჩვენ შეგვიძლია!“, „ჩვენ ...

რატომ იპყრობთ ბავშვებს შიშის გრძნობა?! რა ფარული გზავნილები შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი პერსონაჟების მიმართ შიშს და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში ზღაპრის მეშვეობით?! ზოგადად, რატომ ეშინია ბავშვს, ალბათ, ძალიან გავრცელებული შეკითხვაა მშობლებს შორის. რა თქმა უნდა, ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ შევეცდებით, მეტ–ნაკლებად ყველა კუთხიდან განვიხილოთ თემა. მიზები, შესაძლოა, 3 ჯგუფად დავყოთ: ასაკობრივი შიში – რომელიც სპეციფიკურად დამახასიათებელი კონკრეტული ასაკისთვის. ...

ერთ ზაფხულს ჩემი ბიძაშვილის მშობლებმა, ბებიებმა და ბაბუებმა ბავშვები ერთად შეგვკრიბეს და სოფელში წაგვიყვანეს. იქ გატარებული დღეებიდან პატარა ეპიზოდს გიამბობ, ჩემო მკითხველო. სოფელი,სადაც სტუმრად ვიყავით ქარელიდან რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს, მდინარეების – ლოპანისწყლისა და ფრონეს შესართავთან. ამბობენ, აქ ოდითგან ბიბინებს ყველაზე ნაყოფიერი ყანა, რომელსაც მე ,, მარტოსულების ყანა“ ვუწოდე. ჩემი ბიძაშვილი, რომლის სახლშიც ვიყავით სტუმრად, არასოდეს თამაშობდა ჩვენთან ერთად და არ ...

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე Facebook-ით თავდაცვის მინისტრს, თინათინ ხიდაშელს მიმართავს და მისგან ან ჟურნალისტისთვის საჯაროდ პასუხის მოთხოვნას -მისი სიტყვების დამახინჯებისათვის, ანდა საზოგადოებისთვის იმის განმარტებას ითხოვს, თუ რა განაცხადა სინამდვილეში აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების დედებთან. “გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ამაო მიწიერი ცხოვრების წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე” ასე მიმართა წმ.ივლიტამ სიკვდილის წინ ღმერთს. დიდხანს ვიფიქრე ...

ბავშვს დედა, ყავს თუ არა ყავს, მის ცხოვრებაში ეს მაინც სერიოზულ კვალს იქონიებს. როგორი დედა ეყოლება ეს კი საერთოდ გადამწყვეტია! რატომ ამბობენ, რომ ქალზეა დამოკიდებული, როგორი ბავშვი აღიზრდება, როგორი გარემო იქნება ოჯახში? შევთანხმდეთ იმაზე, რომ წყვილის ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახური გარემოს შექმნაში. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ქართული მენტალიტეტი, ტრადიციები და ტენდენციები, რაც განაპირობებს დღევანდელი საზოადოების ფორმირებას. ჯერ კიდევ შემორჩა ყველაფრის ...

ამ მოთხრობას მამაზე დავწერ, რადან სხვა დროს მე არასდროს დამიწერია მასზე. ამიტომ მიჭირს დაწყება, მაგრამ გადავშლი მოგონებების წიგნს და თითოეულ გვერდზე მის დარდს ვკითხულობ. ბავშობაში მამას იას ვეძახდი, მაგრამ სინამდვილეში ის სრულებითაც არ ჰგავდა ყვავილს. გრძელი ულვაში, შავი თმა და კეხიანი ცხვირი ჰქონდა. როგორც ამბობდნენ კეთილი გული და ვაჟკაცური თვისებებით გამოირჩეოდა, მაგრამ ღვინის სმა უყვარდა და ხშირად ეჩხუბობდა ოჯახის წევრებს.  ამის ...