ჩვენს ასაგები გვაქვს რაღაც შენობა, რომლის აგება ჩვენს წინაპრებს დაუწყიათ და შემდეგ მისი დამთავრება ჩვენთვის გადმოუციათ. ამგვარად, დაბადებიდანვე დაყოლილი გვაქვს თან ის დანიშნულება, რომელსაც ჩვენი მთელი ძალ-ღონე უნდა მოვახმაროთ. მაგრამ რა არის ეს შენობა? მას კულტურული შემოქმედების სახელით ავღნიშნავთ. ნივთიერ, არაორგანულ სამყაროს ღრმა პასიურობა ახასიათებს, მაშინ როდესაც შემოქმედება მოქმედებას, აქტიურ ძალას მოითხოვს. არსებობს მსოფლიოში აქტიური პრინციპი, რომელიც სულიერების სახელით არის ...