სულ მინდოდა ამათზე დამეწერა.იმიტომ, რომ მგონია, ასეთი ადამიანები რატომღაც აღარ იბადებიან და ასე არც კვდებიან. საერთოდ, იშვიათი რამეა ასეთი მოდგმა. ეს იყო საოცარი ოჯახი, რომელიც წარმოდგებოდა კაცისგან, ვისი ნამდვილი სახელიც მისავე მშობლიურ ენაზე ჟღერდა როგორც პადრაიგ მაკ აიდ ო პრონტეი. ანუ პატრიკი, ვაჟი კაცისა, რომლის პირველი სახელიც იყო ცეცხლი, შვილიშვილი ქალებისა, რომელთა პირველი სახელია საუკეთესონი. მგონი, რაღაც ასეთია. გელურ ენაში ...

1839 წლის თებერვალში, 8 წლით ადრე, ვიდრე მკითხველი ჯეინ იარს იხილავდა, შარლოტა ბრონტემ მიიღო წერილი, რომლითაც მისი ერთ–ერთი უახლოესი მეგობრის ძმა შეუღლებას სთავაზობდა. მწერალმა საპასუხო წერილი, 1839 წლის 5 მარტს მისწერა თაყვანისმცემელს. წერილში ნათლად ჩანს ბრონტეს ხასიათი, მისი ტაქტიანი, ზრდილი, მტკიცე და საკუთარ თავში დარწმუნებული ბუნება. ჩემო ძვირფასო ბატონო, ვიდრე თქვენს წერილს ვუპასუხებდი, შეიძლებოდა ამ წინადადებაზე ფიქრში დიდი დრო გამეტარებინა, ...