ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, თავისი სიბრძნით,როგორც ყველა, ცხოვრობდა ისიც საკუთარი შეხედულებების სკივრით, რომელითაც აყალიბდა საკუთარ თავს. გათოვდა… ღამის სიწყნარე და ბინდი ენით უთქმელ იდუმალ ნახატს ქმნიდა.. ის მომენტია, როდესაც სულის სიღრმეში გრძნობ უცნაურ სიხარულს, სევდანარევ სიხარულს… საკუთარ სულში მღელვარების ძალა იმატებს, თითქოს რაღაც გინდა.. გინდა,ძალიან, მაგრამ რაღაც გისერავს გულს, ისეთივე სიძლიერით, როგორც ეს მოვარდნილი სურვული… დიდი ძალისხმევით შეწყვიტა ერთმანეთთან მებრძოლი ფიქრები, ...

  ორი თვეა მცხეთაში, შიო-მღვიმის ულამაზეს ტაძარში სანთლებს ვყიდი.ადრე ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი უბრალო ბერი,მაგრამ შემდეგ მესანთლე გავხდი და ჯერ არ ვიცი,რომელი უფრო რთულია, იყო ბერი თუ მიჰყიდო   ადამიანებს სანთლები,რომლის საშუალებითაც ისინი ღმერთს ესაუბრებიან.  „შიომღვიმე- საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერია.მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე,  მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში ...

ერთხელ, შაბათ საღამოს, ვიდრე სახლში წავიდოდა, პასტორმა ცოლთან დარეკვა გადაწყვიტა. უკვე საღამოს 10 საათი იყო, მაგრამ ცოლი ყურმილს არ იღებდა. დიდხანს ელოდა პასტორი, მაგრამ ტელეფონთან არავინ მივიდა. ცოტა ხნის შემდეგ, მან ისევ დარეკა სახლში და ცოლმა მაშინვე უპასუხა. პასტორმა ჰკითხა, თუ რატომ არ უპასუხა მან, პირველად რომ დარეკა? ხოლო ცოლმა უთხრა, რომ არანაირი ზარი არ ყოფილაო. ეს შემთხვევა დავიწყებას მიეცემოდა, ...

,,ღმერთის მნიშვნელობა’’ ჩულა-ვისტა, კალიფორნია. ღმერთის ერთ-ერთი უმთავრესი საქმე ადამიანების შექმნაა. ქმნის, რათა ჩაანაცვლოს გარდაცვლილნი და იყოს ადამიანების საკმარისი რაოდენობა, რათა იზრუნონ დედამიწაზე. ის დიდებს არ ქმნის, მხოლოდ ბავშვებს. ვფიქრობ, ისინი უფრო პატარები არიან და შესაქმნელდაც მარტივი. ის მხოლოდ ქმნის, მას ძვირფასი დროის დაკარგვა სიარულისა და საუბრის სწავლებაზე აღარ უწევს. ბავშვებს მშობლებს უტოვებს. ღმერთის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე მლოცველების მოსმენაა. ეს ...

გუშინ ნათესავთან ვიყავი სტუმრად,რომელიც  ყოველთვის,როდესაც ახლობლები მასთან   ვიკრიბებით  საჯარო სიტყვით  გამოდის ღმერთის წინააღმდეგ და სასიკვდილო იარებს აყენებს  ჩემს გულს.  ცდილობს  გაანადგუროს  ჩემი  სამყარო და  სურვილი აქვს  შეარყიოს ჩემი რწმენა. არ ვიცი ამას რატომ აკეთებს, მაგრამ  ყოველთვის ირონიულად იმეორებს,რომ  ღმერთი, უბრალოდ  არ არსებობს. რამდენჯერ ვცადე დამემტკიცებინა მისთვის  საპირისპირო,მაგრამ როდესაც  იმის შესახებ  იწყებ მსჯელობას  არსებობს თუ არა ღმერთი, ყველაფერი იცრიცება და ნაცრისფერი ხდება ...

ცხოვრების გზაზე შემხვედრი ყველა ადამიანი ის ანგელოზია, რომელიც შემწედ გამოგიგზავნა განგებამ. მას ან უყვარხარ, ან- გცდის. ახალგაზრდობაში ასეთი რამ გადამხდა თავს: მეგობართან გვიანობამდე ვსვამდი. მერე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. დილით მოვიკითხე. მაინტერესებდა, როგორ მივიდა შინ. მიპასუხეს: ,,ელექტრიჩკამ” გაიტანა და ფეხების ამპუტაცია დასჭირდაო. საშინელებაა, ხომ? საავადმყოფოში მივაკითხე. დამინახა თუ არა, ეს მითხრა: აი, შენთან ყველაფერი რიგზეა, მე კი… საბანი რომ გადაიხადა, გავშრი. საერთოდ, ...

ღმერთო,რამხელა სილამაზეა სამყაროში…ყველაფერი როგორი სრულყოფილია… ყველაფერი სიყვარულით რომ არ იყოს შექმნილი,როგორ იჭიკჭიკებდა ეს მშვენიერი ჩიტი,ახლა რომ დაფრინავს, დაფრინავს თავისი ნატიფი, ხელით ნახატი გულ-მკერდით… ამ პატარა არსებაშიც კი გული ფეთქავს ,სიცოცხლეს ასხივებს… ვინ ასწავლა მას ჭიკჭიკი,რომელიც ტონიდან ტონზე ისე გადადის,რომ არაფერი ეშლება… ნეტავ თუ იცის რომ ასეთი მშვენიერია.. მე შენ გეხები,ღმერთის შექმნილო, და ამით მე ღმერთის მოწყალე ხელებს ვეხები. ეს ლამაზი, ...

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი “მძიმე ჯვარი”, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ...

ადამიანებო, იცით რომ თქვენ, თითოეული თქვენგანი, სამყაროსთვის ყველაზე ძვირფასი შენაძენი ხართ? არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი, პირველ რიგში, შენ ადამიანი ხარ ! ცოცხალი განცდებით გახალისებული , ამოუწურავი შესაძლებლობებით სავსე ჭურჭელი, მებრძოლი სულით გასხივოსნებული, ზნეობრივი სიბრძნით ამაღლებული, ფიქრებით დამშვენებული…. ჩვენ გვეშინია,რადგან უამრავ ნაკლს ვხედავთ ჩვენში… მაგრამ უნაკლო ადამიანი ალბათ არ იქნებოდა ისეთი მშვენიერი,ისეთი მიმზიდველი,როგორიც ჩვენ ვართ, ჩვენი სისუსტეებით, ჩვენი ...

ყოველი ქმნილება, ხილული თუ უხილავი, შუქია იმის ქმნილი, ვინც ყოველი სინათლის მამაა. ეს სპილოს ძვალი ეს ონიქსი, თუნდაც ამ ტაძრის კედლების ქვა, გარს რომ გვარტყია, თავად სინათლეა, რამეთუ კეთილია და მშვენიერი, წონასწორობის საკუთარი წესით ნასულდგმულები, ყოველივესაგან განსხვავებული, რაოდენობრივად საზღვრული, ურყევი წყობის შეცველი, საკუთარი, ერთადერთი, თავისი მნიშველობის დარი ადგილის მაძიებელი. და ამ ყველაფერს მით უფრო ცხადად შევიგრძნობ, რაც უფრო ძვირფასია ნივთი, ...