,,ყველა ადამიანი კვდება,მაგრამ ცოტა ახერხებს ღირსეულად სიკვდილს.” ,,მამაცი გული” არის ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმი. ისტორია, სამშობლოს თავისუფლებისა და სატრფოს მკვლელობისათვის შურისძიების მწველი სურვილით შეპყრობილი, შოტლანდიელი,მამაცი უილიამ უოლესისა,რომელიც თავისი სიმამაცისა და დაუმორჩილებელი ბუნების წყალობით ახერხებს, რომ შეძლოს შეუძლებელი და თავისი სისხლით გაუკვალოს შოტლანდიას გზა ინგლისის სამეფოს ტირანიიდან – თავისუფლებამდე. “– დიახ,მე უილიამ უოლესი ვარ. ბრძოლის ველზე ვდგავარ და ვუყურებ შოტლანდიის მიწის ...

ფილმი “სხვების ცხოვრება” ჯაშუშის თვალით დანახული სხვა ადამიანების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სცენარი, 1984 წლის, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვითარდება, სადაც სახელმწიფოებრივი წყობა დაუნდობელ და მკაცრს კონტროლს ითხოვს ადამიანებზე. როგორ იქცევიან კარგი ადამიანები შეუბრალებელ პირობებში? როგორც წესი, არსებობენ ე.წ მედროვეები – ადამიანები რომლებიც მუდამ ცდილობენ საკუთარი საკუთარი სინდისი და მორალი სახელმწიფოებრივ წყობასა და მიმდინარე წესებს დაუქვემდებარონ და არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით საკუთარ ...

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული, ბიოგრაფიული ფილმი “ღირსების ადამიანები” ამერიკის საზღაო ფლოტის, პირველი ფერადკანიანი მყვინთავის წარმატების შესახებ მოგვითხრობს. კარლ ბრაშირს  უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს იმისათვის, რომ ამერიკის საზღვაო ფლოტის ისტორიაში, მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწეროს. ეს ისტორია არაჩვეულებრივ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ერთი ჩვეულებრივი ადამიანის მიზანსწრაფულობამ და შეუპოვრობამ. კარლ ბრაშირის ამბავი  უდაოდ იდეალური მოტივატორია ყველა ადამიანისთვის, ვისაც ცხოვრებისეული დაბრკოლებების ...

თურმე ადამიანებს შეუძლებელი ჰგონიათ ის, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ და უფრო მეტიც, როცა ფიქრობ რომ დამარცხდი სინამდვილეში გამარჯვებული ხარ. ეს უჩვეულოდ თბილი და სასიამოვნო ისტორია ერთი მარადიული სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს და შეგვახსენებს რომ არ უნდა დავნებდეთ, სანამ ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ჩვენი სიყვარულის, შეუპოვრობისა და თავდადების წყალობით ოცნებები ახდება.. ...

“ხელშეუხებელნი” ინვალიდი არისტოკრატი ფილიპისა და მისი მხიარული დამხმარე-მოსამსახურის დრისის მეგობრობის ლამაზი ისტორიაა. მიუხედავად იმისა, რომ კაცი ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული, დრისი მაინც მოახერხებს მისი ცხოვრებისთვის აზრის დაბრუნებას. ფილმი არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ როგორი დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე ნამდვილ მეგობრობას, სიყვარულსა და გულწრფელ მხარდაჭერას.. ...

ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე და მოგვითხრობს ერთი ევროპული ოჯახის ისტორიას, რომლის ბედნიერ საშობაო არდადეგებს ტაილანდში მოულოდნელად მოვარდნილი ცუნამი დაემთხვა. უყურეთ ფილმს ქართულ ენაზე ...