ისიდა უზენაესი ღვთაებაა ეგვიპტურ მითოლოგიაში, რომელიც მოგვიანებით ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაშიც გვხვდება. ის ოსირისის ცოლია- მიცვალებულთა მფარველი და მსაჯულის, რომელიც ბოროტმა სეთმა ნაკუწებად აქცია და მთელს ქვეყნიერებას მოჰფინა. ისიდამ კი შეაგროვა ყველა ეს ნაწილები (აქედან გვევლინება ჩაგრულთა და ქალთა შემწედ), მრავალი განსაცდელის  მიუხედავად და ქმარი დაიბრუნა. ისიდა – სიცოცხლის და ჯანმრთელობის ქალღმერთი ხშირად მახსენდება ქართველი ქალის ფენომენზე ფიქრისას. ნაკუწ-ნაკუწ, რომ ...

“მე, საუბარი რომ პირდაპირ საჭირო საგნისკენ წარმემართა, ვკითხე, ამბობენ, გურჯებში მრავალი მოღალატის პოვნა შეიძლება, და თუ მართალია-მეთქი. ამაზე ალი-მირზამ გაიღიმა და მომიგო, ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა, ოღონდ ეგ არის, ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება და ზოგს არაო, – მერე დაუმატა, – მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება, რადგან, ვინც მოყვარეს უღალატებს, ის მტერსაც უღალატებს, შენი მტრის მოღალატე ან უნდა მოკლა ან ...

”შენი სახელი? – გაისმა მისი კითხვა ქართველისადმი. – ქართველი, – იყო პასუხი. – წლოვანება! – ორი ათასზე მეტი წლის ვარ. – რას აკეთებდი ამდენ ხანს ქვეყნად? – თავს ვიცავდი. – სულ მუდამ? – დიახ, სულ მუდამ. ქრისტეს დაბადებამდე და ქრისტეს დაბადების შემდეგაც თავს ვიცავდი მე. თავს ვიცავდი მე მაკედონელის ლაშქრისაგან, მე ვებრძოდი მურვან ყრუს, ვებრძოდი ოსმალოს, სპარსეთს, ვებრძოდი ლეკებსა და ...

„უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცთომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ეს და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ, ის მხოლოდ ეძებს სიმართლეს და ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ...

„თუთაშხიამ ღვინო შეგვივსო, ღიმილით შემოგვათვალიერა, ჭიქა ასწია: – ერთ სადღეგძელოს ჩამოვაყალიბებე სათქმელში. … ქუთაისში ძმაკაცმა დუქანში შემიპატიჟა საქეიფოდ ერთხელ. სამი სხვა შემოგვიერთდა თანდათანობით და უსაშველო სმა ატყდა, მაგარი სმა! სადღეგრძელო ინება ლხინის უფალმა თასი იყო ასფუთიანი, იმით დავლიეთ დიდი გაჭირვებით ყველამ. დათიკო ერქვა ერთს, არ დალია მან. სალუქვაძე იყო გვარად მეორე შემოსწრებული, დათიკოს უთხრა, დალიე, შე კაცო, რა დაგემართაო! დათიკო ...

ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ ბევრს შემთხვევაში თავის გრძნობას, თავის თვალებს და ყურებს როდი ვენდობით; უსათუოდ სხვამ უნდა გვიკარნახოს ის, რაც ყურით გვესმის; სხვამ უნდა მიგვითითოს იმაზე, რასაც ჩვენი თვალითა ვხედავთ; მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, მაშინ ვიძახით: ბიჭოს, ეს ხომ მართალი ყოფილა და არ ვიცოდითო! გვიკვირს და ვოცდებით იმის გამო, რომ ცეცხლი მწვავე ყოფილა, ყინული ცივი და მგელს ცხვრის ჭამა სცოდნია. ...

ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ...