სინამდვილეში, მართლაც არსებობენ ძლიერი ქალები და არსებობენ ქალები, რომლებიც ძალის დემონსტრირებას ახდენენ. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული რამ არის. გააჩნია ვისთვის რა არის სიძლიერის ეტალონი, ვისთვის რას წარმოადგენს ცნება “ძალა”. ამ, ერთის მხრივ, თითქოს მარტივ სიტყვაში, რეალურად იმდენი თავსატეხი და ანკესია, რომ შეუძლებელია კონსენსუსს ადვილად მიაღწიო. მაინც რას გულისხობს ქალი, როდესაც ამბობს, რომ ის მამაკაცზე ძლიერია? ბევრი “წარმატებული” ქალბატონისგან მსმენია მსგავსი ...

„დედა იყო პედაგოგი ქალი, თავმომწონე და ლამაზი. მაგრამ როდესაც ჩვენ გაგვაჩინა, ტყუპები, დადამბლავდა მშობიარობის დროს. ამის მერე ქმარმა მიატოვა და დარჩა მარტო სამ შვილთან ერთად – სამი წლის ჩემი ძმა და ჩვენ ახალდაბადებული ტყუპები. 1930 წელი იყო, შიმშილის წელი. ჩემი ძმა და ტყუპისცალი შიმშილით გარდაიცვალნენ და მეღა დავრჩი დედას. იფიქრა, ესეც არ მომიკვდესო და ხელი გაიწოდა ლუკმის საშოვნელად დადამბლავებულმა ქალმა. ...

„21 წლის ვიყავი ცოლი რომ მოვიყვანე, სიმართლე გითხრათ არც სახლი მქონდა და არც კარი. რა უნდა მექნა , მივადექი და ავაშენე. ჩემი შვილების დედა კმაყოფილი იყო, რომ ჩვენი შვილები კარგად კარგად სწავლობდნენ. ქალებზე ბევრს მეკითხებიან ხოლმე, მეც ბევრს ვფიქრობ მათ სამყაროზე, ქალი ისეთი ურთულესი სამყაროა,რომ თვითონაც ვერ ხვდება,ქართელ ხალხს მითუმეტეს,თავისი სამყარო აქვს. ხშირად იმასაც მეკითხებიან, როგორი ქალები მოგწონსო- ვერც კაცს ...

1. ძილი ვერ გადაგარჩენს, თუ სული დაღლილი გაქვს. 2. როდესაც საუბრობ, შენი სიტყვები სიჩუმეზე უკეთესად უნდა ჟღერდეს. 3. უარყო შეცდომები – ეს ორმაგი შეცდომაა. 4. ჭკვიანი ქალი ყველაფერში, რასაც მამაკაცს ეუბნება, შაქარს ამატებს, და აშორებს მარილს, რასაც მამაკაცი ეუბნება. 5. ერთი შეძენილი გამოცდილება შვიდ ბრძნულ რჩევაზე უფრო მნიშვნელოვანია. 6. ვინც ეძებს უნაკლო მეგობარს, ის მარტო რჩება. 7. თუ შენს სულში ...

როცა დიდხანს უყურებ ერთმანეთის თანასწორობაზე თვალებანთებული ქალებისა და მამაკაცების დაუსრულებელ კამათს, ერთ რამეს ხვდები-არც ერთი მათგანი არასდროს ყოფილა თანასწორი და თითოეულ მათგანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უწევდა ძალადობრივი მექნიზმი საკუთარ თავზე გამოეცადა. მენინიზმზე ახლა ნაკლებად საუბრობენ, თუ საუბრობენ ისიც დამახინჯებული და გზას სრულიად აცდენილი მნიშვნელობით. მენინიზმის პრობლემა კიდევ უფრო რთული და ჩახლართულია, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი წამომადგენლები სისუსტეს არასდროს აღიარებენ. არ ...

„სიყვარული ცხოვრებაში უდიდესი რამ არის“ – პაბლო პიკასო დროის მსვლელობასთან ერთად პაბლო პიკასოს ფერწერის სტილი იცვლებოდა და ყოველი ასეთი ცვლილება შეიძლება მივუსადაგოთ მისი ცხოვრების ახალ ფაზას. მისი „ლურჯ-მწვანე პერიოდი“ დადგა მისი მეგობრის – კარლოს კასაგემოსის თვითმკვლელობის შემდეგ, ხოლო ვარდისფერი პერიოდი დაემთხვა ბოჰემური მსახიობის ფერნანდა ოლივიეს სიყვარულის ხანას. როდესაც საქმე მიდის საკუთარი ცხოვრების შექმნამდე, ყოველი ჩვენგანი შემოქმედია, თუმცა ვიცით, რომ სიყვარული ...

ზოგჯერ დაქორწინების შემდეგ კაცებს ჰგონიათ,რომ ცოლებს აღარ სჭირდებათ სითბო და ყურადღება, რომ მათთვის ყვავილების ჩუქება აღარ არის აუცილებელი. ისინი ფიქრობენ,რომ ხელი-ხელ ჩაკიდებული სიარული მთვარის შუქზე,ნაზი კოცნა და სასიყვარულო სიტყვები მხოლოდ შეყვარებულობის პერიოდში არის აუცილებელი. ცოლები კი ყოველთვის ელოდებიან ქმრებს, ყოველთვის მათ ერთგულებას დაატარებენ გულით. უყურადღებობის გამო გულში ფიქრადაც არ გაივლებენ ღალატს და ორგულობას. ცოლები ყოველთვის ზრდიან ღირსეულ შვილებს და მთელი ...

ისიდა უზენაესი ღვთაებაა ეგვიპტურ მითოლოგიაში, რომელიც მოგვიანებით ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაშიც გვხვდება. ის ოსირისის ცოლია- მიცვალებულთა მფარველი და მსაჯულის, რომელიც ბოროტმა სეთმა ნაკუწებად აქცია და მთელს ქვეყნიერებას მოჰფინა. ისიდამ კი შეაგროვა ყველა ეს ნაწილები (აქედან გვევლინება ჩაგრულთა და ქალთა შემწედ), მრავალი განსაცდელის  მიუხედავად და ქმარი დაიბრუნა. ისიდა – სიცოცხლის და ჯანმრთელობის ქალღმერთი ხშირად მახსენდება ქართველი ქალის ფენომენზე ფიქრისას. ნაკუწ-ნაკუწ, რომ ...

ვიდრე ამ მეტად აქტუალურ და მტკივნეულ თემას შევეხებოდე, მინდა ერთად გავიაროთ, რატომ გამოიყენება ლექსიკაში აქტიურად ტერმინი „გათხოვება“ და საერთოდ, საიდან მოდის? ერთნი ფიქრობენ, რომ ამას საფუძვლად უდევს ხელის თხოვნის ტრადიცია, რომელიც გავრცელებული იყო ძველად და აქა–იქ დღემდე შემორჩენილია. ამაში არაფერია ცუდი, გემოვნებაა და ხასიათი. სხვათა აზრით, სიტყვას საფუძვლად უდევს ზმნა „თხოვება“. ანუ გასხვისება, განივთება სხვა პიროვნებაზე გარკვეული დროით, ან სამუდამოდ. ...

1915-1963 – ამ ორ თარიღს შორისაა მოქცეული იმ ადამიანის სიცოხლე, რომელის შესახებაც ახლა უნდა მოგიყვეთ, აუცილებლად უნდა მოგიყვეთ. 7 ოპერაცია, 4 საავტომობილო კატასტროფა, 3 ჰემატური კომა, ჰალუცინაციური ფონის გამწვავება, თვითმკვლელობის მცდელობა – სულისშემძვრელია არა? ჯერ სად ხართ! ახლა მიდით და მის სიმღერებს მოუსმინეთ, მაშინ მიხვდებით, რა არის სულისშემძვრელად გენიალური. მოუსმინეთ ედიტ პიაფს, ახლა მე სწორედ მასზე უნდა გიამბოთ. მაშ ასე: ...