თუ გსურთ ამაოდ არ იდავოთ და თქვენს თანამოსაუბრეს დაუმტკიცოთ, რომ სცდება, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოთ, რა მხრივ განიხილავს ის დავის საგანს, რადგან ამ მხრივ ის, ჩვეულებრივ, სწორად ხედავს. აღიარეთ მისი სიმართლე და იმწამსვე უთხარით, რომ თუ სხვა მხრივ შეხედავს საგანს, მისი თვალსაზრისი მცდარი აღმოჩნდება. თანამოსაუბრე უყოყმანოდ დაგთანხმდებათ: მთავარია დაიჯეროს, რომ კი არ შემცდარა, არამედ მხოლოდ რაღაც გამორჩა მხედველობის არედან. რადგან ...