ყველა ადამიანმა, რომელსაც არ სურს მასის ნაწილი იყოს, უნდა შეწყვიტოს საკუთარი ცხოვრების მაქსიმალურად გამარტივების მცდელობები. უნდა მიჰყვეს საკუთარ გონებას, რომელიც ეუბნება: „იყავი ის, ვინც ხარ! ყველაფერს, რასაც ახლა აკეთებ, ფიქრობ, მიზნად ისახავ, არაფერი აქვს საერთო შენთან.“ ყველა ახალგაზრდულ სულს ჩაესმის ეს ხმა დღისითა თუ ღამით, ეს არის ბიძგი ნამდვილი თავისუფლებისკენ. არ არსებობს იმაზე უბედური ადამიანი, რომელმაც ვერ შეძლო თავისი გონებრივი ...

სადღაც, უთვალავ მზის სისტემათა მოციმციმედ გადმოღვრილი კოსმოსის ერთ შორეულ კუთხეში, იყო და არა იყო რა, იყო ერთი ვარსკვლავი, რომელზეც გონიერმა ცხოველებმა შემეცნება გამოიგონეს. ეს იყო “სამყაროს ისტორიის” ყველაზე ამპარტავანი და სიცრუით სავსე წუთი, რომელიც მხოლოდ ერთ წუთად დარჩა. ბუნებამ ორიოდეჯერ თუ მოასწრო ამოსუნთქვა, სანამ ვარსკვლავი გაშეშდებოდა და გონიერმა ცხოველებმაც სული დალიეს. _ ვინმეს ასეთი იგავი რომ შეეთხზა, ბოლომდე მაინც ვერ ...

1. მუსიკის გარეშე ცხოვრება შეცდომა იქნებოდა. 2. რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს. 3. სიყვარულის სიმცირე კი არა და მეგობრობის ნაკლებობა განაპირობებს უიღბლო ქორწინებას. 4. არ ვბრაზობ იმაზე,რომ მომატყუე, იმის გამო ვბრაზდები,რომ აღარ შემიძლია მჯეროდეს შენი. 5. შენ შენი გზა გაქვს,მე ჩემი – ესაა ერთადერთი სწორი და ღირებული გზა რომელიც არსებობს. 6. ყოველ სიყვარულში არსებობს სიგიჟე და ყოველ სიგიჟეში მიზეზი. 7. ...