ცხოვრება დიდი წიგნია (გავიმეორებ ამ ბანალობას), ჩვენ – მისი პერსონაჟები… ყველა მწერალი, დასაბამიდან, ცდილობს ამ წიგნს მიამსგავსოს თავისი ნაწარმოები, მაგრამ ამაოდ. ცხოვრებას არ აქვს დასაწყისი, არც – დასასრული, მხოლოდ ჩვენ გვეჩვენება ასე. ის, შეიძლება ითქვას, limitless-ლოგიაა. თითოეული ადამიანი კი მისი მოქმედი გმირია(არა – უბრალოდ, პირი) და მკითხველიც, ამავე დროს. მაგრამ საქმე ისაა, ვინ როგორი მკითხველია, ვის როგორ შეუძლია მიჰყვეს ამ ...

ბევრი ფიქრის შემდეგ პოზიტიური აზრები და მოვლენებიც კი აღარ გვეჩვენება პოზიტიურად. შემთხვევების ზედმეტი ანალიზი იწვევს იმას, რომ რაც გვსიამოვნებს, ისიც მომენტალურად ქრება. რა თქმა უნდა, ფიქრი ნამდვილად კარგია, მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგა, ამით შეიძლება ცხოვრებაში ერთ ადგილას გავიყინოთ და წინ ვეღარ წავიდეთ -ჩვენვე გავხდეთ საკუთარი წინაღობა. ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ 9 ხერხი, რომელიც მე პირადად დიდად დამეხმარა რომ ჩვეულებრივი მოაზროვნე გავმხდარიყავი და მეცხოვრა უფრო ბედნიერი ...

დაფიქრდით როგორ იფიქროთ… ფიქრი ეხმარება ადამიანს იყოს პროდუქტიული,მიზანდასახული და ქმედებაზე ორიენტირებული. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ფიქრის ფორმას. აკვიატებული ფიქრები ეს უკვე კონტრასტული მდგომარეობაა. ეს არის ფიქრი, რომელიც ინტენსიურად მიმართულია ერთ კონკრეტულ საკითხზე და რომელსაც თან სდევს მძაფრი ემოცია. ეს ფიქრი არ იძლევა მოდუნების საშუალებას. ამ დროს რთულია მიიღო გადაწყვეტილებები და იმოქმედო. აკვიატებული ფიქრი არის არაპროდუქტიული პროცესი. თუ შეამჩნევთ თქვენს თავს ...

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავს იმაზე დარდში, რაც არც თუ ისე მნიშვნელოვანია. არსებობს რამდენიმე ასეთი რამ, რაც ბედნიერებაში გვიშლის ხელს: 1. რას ფიქრობენ სხვები თქვენს ცხოვრებაზე ეს თქვენი ცხოვრებაა და ერთადერთი ვინც ამ ცხოვრებით უნდა იცხოვროს თქვენ ხართ. ცხოვრება შედეგებს ემყარება, რომლებიც თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და გადადგმული ნაბიჯების ნაყოფია. სწორედ ამიტომ უნდა აკეთოთ ის, ...