ჯანდაბა, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. _თეორიულად, ამ წინადადებით  მოთხრობის დაწყება სისულელეა.  თუ ისეთი ავტორი ხარ, რომ აზრების თანმიმდევრულად დალაგებაც გიჭირს, რა თქმა უნდა გადაშენების პირას მყოფი ტეკსტების მკითხველთა  რასიდან  არცერთი დაინტერესდება შენით. მაგრამ მინდა  ვცადო, მე ხომ გამოუსწორებელი N 19196215  ვარ.     1984 წლის შუა ზაფხულში ორი უმნიშვნელოვანესი  მოვლენა დაფიქსირდა, აფრიკულმა რესპუბლიკა ზემო ვოლტამ სახელი შეიცვალა და დღეს ჩვენ ...

ბევრს სჯერა, რომ ოპტიმიზმი მხოლოდ უსაღვროდ ბედნიერი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, პესიმიზმი კი უბედურებისთვის. ბოლოს და ბოლოს, მარტივია გჯეროდეს კარგი მომავლის, როდესაც უკვე ბედნიერი ხარ. ჩემთვის ხშირად უთქვამთ სულ იღიმი, სულ კარგ ხასიათზე ხარო და როდესაც ვპასუხობ „ცხოვრება მშვენიერია“, კონტრარგუმენტად მიბრუნებენ, ეს უბრალოდ შენი დამოკიდებულებააო. და ეს მართლაც ასეა, გიფიქრიათ ოდესმე რა მოხდება თუკი გაიაზრებთ რომ ბედნიერება თქვენზეა დამოკიდებული და ის შედეგებიც, ...

თუნდაც ღრმად გწამდეს, სამი ათას წელს ვიცოცხლებო და კიდევ ოცდაათი ათასს, სულ ერთია, მაშინაც კი უნდა გახსოვდეს, რომ არავინ არ კარგავს სხვა სიცოცხლეს, გარდა იმისა, რომლითაც ცოცხლობს და არავინ არ ცოცხლობს სხვა სიცოცხლით, რომელსაც კარგავს. ამიტომ ყველაზე უფრო დღეგრძელი სიცოცხლე არაფრით განსხვავდება ყველაზე უფრო ხანმოკლისაგან. მართლაც, აწმყო ხომ ერთია ყველასთვის, მაშასადამე,ერთია დანაკარგიც. წუთიერია ყველაფერი ამ სამყაროში. არავინ არ კარგავს არც ...