რკინიგზელი ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმია,რომელიც ერიკ ლომაქსის ბესთსელერი ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით გადაიღეს. ფილმი მოგვითხრობს ბრიტანელი ჯარისკაცის ისტორიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელებმა დაატყვევეს და წლების მანძილზე რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე იძულებით მუშაობდა. იაპონელები ტყვეებს კლავდნენ და საშინლად აწამებდნენ, გადატანილმა მოვლენებმა გადარჩენილთა ფსიქიკა გარკვეულწილად შეარყია, ისინი გათავისუფლების შემდეგაც ვერ ახერხებდნენ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას. მოგვიანებით ერიკ ლომაქსი შეიტყობს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ...

ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს უმუშევარ მარტოხელა დედის შესახებ, რომლის ძმასაც სამუდამო პატიმრობა შეცდომით მიუსაჯეს. ის ძმის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მომდევნო 10 წელიწადს საქმის დეტალურ გამოძიებას უძღვნის. ფილმი იდეალური მოტივატორია ყველასთვის, ვისაც იმედი ნაადრევად დაუკარგავს. ეს რეალური ამბავი იმედს ბადებს და გვეუბნება, რომ სამართალი აუცილებლად იზეიმებს, თუ უსამართლობას არ შევურიგდებით და რწმენას არ დავკარგავთ. ...

ფილმის მთავარი გმირი, ბილი ელიოტი, 11 წლის ბიჭია, რომელსაც მთელი გულით სურს ბალეტის მოცეკვავე გახდეს. მოქმედება 1980–იანი წლების ბრიტანეთის ერთ–ერთ პროვინციულ ქალაქში მიმდინარეობს, რომლის მცხოვრებთა ძირითად შემოსავლის წყაროს მაღარო წარმოადგენს. ბილის დედა გარდაცვლილია, მისი მამა და უფროსი ძმა კი მაღაროელები არიან. შექმნილი მძიმე სოციალური პირობების ფონზე, ბილი ელიოტს ოცნებების ასასრულებლად კიდევ ერთი დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს, ეს ბილის ოჯახის ნეგატიური ...

“ახალი სამყარო” იქ იწყება, სადაც ორი აბსოლუტურად უცხო ცივილიზაცია ხვდება ერთმანეთს. ინგლისელი კოლონისტებისა და ადგილობრივი ინდიელების შეხვედრისა და ურთიერთობების არაჩვეულებრივი კადრები. ვფიქრობ რეჟისორი მართალია, როცა ბუნებას წინა პლანზე წევს და მთავარ მოქმედ პირებს იყენებს ისტორიის თავიანთი ვერსიების მოსაყოლად. “ისინი არიან მოსიყვარულენი და ერთგულნი, მათ არ იციან რა არის ცბიერება და მზაკვრობა,მათ ენაში არა არის სიტყვები: სიცრუე, სიხარბე, შური ,დასმენა და ...

ყველა ფოკუსი სამი ნაწილისგან, ანუ მოქმედებისგან შედგება. პირველი ნაწილია პირობა. მაგი ჩვეულებრივ საგანს გაჩვენებთ, მეორე ნაწილს გარდასახვა ეწოდება. მაგი იღებს ჩვეულევრივ საგანს და რაღაც არაჩვეულებრივს აკეთებს. მაგრამ ტაშის დაკვრას არ ჩქარობთ, რადგან საგნის გაქრობა საკმარისი არ არის.ის უკან უნდა დააბრუნო. რატომ ტყუვდებიან ადამიანები, როცა სიმართლე იციან? რა არის საჭირო “პრესტიჟისთვის”, ანუ რა სჭირდება კარგი ფოკუსის შესრულებას? “პრესტიჟი” არაჩვეულებრივი ფილმია, რომელიც ...

ცნობილი ამერიკელი მწერლის ჰარპერ ლის რომანის “ნუ მოკლავ ჯაფარას” არაჩვეულებრივი ეკრანიზაცია, რომლის ნახვა ნებისმიერ ასაკში დაგვაფიქრებს. თურმე “ადამიანს მანამ ვერ გაიცნობ, ვიდრე მის სხეულში არ შეაღწევ” და ადამიანს ვერასდროს გაუგებ, თუ საგნებს მისი თვალით არ შეხედავ.” ფილმის მთავარი მესიჯიც ამაში გამოიხატება: მოკლავთ თქვენი წესებითა და წარმოდგენებით, შესაძლებლობას, რომ სხვა ადამიანის ღირსებები დაინახოთ. უყურეთ ფილმს ქართულ ენაზე ...

ფილმის სცენარი ერთი ტრაგიკული მოვლენის გარშემო ტრიალდება. ფილმის მთავარი გმირი, თავისი ავტომობილით, გაუფრთხილებლობის გამო, სხვა ავტომობილს შეეჯახება. დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის მისი საცოლე და მეორე ავტომობილში მყოფი 6 ადამიანი. ფილმის მთავარი გმირი თავს დამნაშავედ გრძნობს და დანაშაულის გამოსყიდვას 7 განსხვავებული ადამიანის ცხოვრების შეცვლით შეეცდება. ...

“ან სიცოცხლით უნდა იყო დაკავებული, ან სიკვდილით..” თითქოსდა სიცოცხლე სამუდამო პატიმრობა მისჯილი ადამიანებისთვის არც თუ ისე საინტერესო უნდა იყოს, თუმცა აქაც არსებობს რაღაც, რაც ცხოვრებას საინტერესოს ხდის და სიკვდილისგან აშორებს მათ – რაიმეს შეცვლის იმედი, კარგი მეგობრის გაჩენის იმედი, კარგი წიგნის წაკითხვის იმედი, გადარჩენის იმედი, გათავისუფლების იმედი, და თუნდაც, გაქცევის იმედი.. იმედი ალბათ ყველაზე დიდი საერთოა, რაც კი ყველა პატიმარს ...

Rush – ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული, ბიოიგრაფიული ფილმია. მე-20 საუკუნის 70-იანი წლები. “ფორმულა 1″-ის ოქროს ხანა: სარბოლო ავტომობილების გამარტივებული ფორმები, სასტიკი მრბოლელები ტრეკებზე და ჩვეულებრივები ცხოვრებაში, სექსუალური გულშემატკივრები, შამპანიური გამარჯვებულისთვის ფინიშზე. ორი შეურიგებელი მოწინააღმდეგე ფორმულა 1-ის ისტორიაში – მომხიბლავი ინგლისელი ფლეიბოი ჯეიმს ჰანტი და დისციპლინირებული ავსტრიელი ნიკი ლაუდა – ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა ფინიშთან პირველები მივიდნენ. ...

ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს, რომელიც 1928 წელს ლოს-ანჟელესში განვითარდა და მოგვითხრობს ერთი დედის უდიდესი სიყვარულის, გამბედაობისა და თავდადებისუნიკალური მაგალითის შესახებ. ეს არის ისტორია დედაზე, რომელსაც დაკარგული შვილის დაბრუნების რწმენამ არამარტო ცხოვრების სურვილი დაუბრუნა, არამედ ერთი შეხედვით შეუძლებელი რამ შეაძლებინა. ...