ულამაზესი ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს ერთი დაუმორჩილებელი ცხენის ისტორიას, რომლის თავისუფალი სულისთვის შეუძლებელი არაფერია. მულტფილმი იდეალური მოტივატორია, როგორც მცირე ასაკის, ისე ზრდასრული ადამიანებისთვის. ...

რა შესაძლებლობები გააჩნია ადამიანის გონებას და როგორ გამოვიყენოთ ის მაქსიმალურად ეფექტურად? რატომ არის რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს საფრთხე, ხოლო მერემ კი ვერა? შეგვიძლია ვენდოთ ადამიანებს? BBC-ის ეს დოკუმენტური ფილმი ადამიანზე მოგვითხრობს, თუმცა ადამიანის გონება დღემდე ამოცანად რჩება… ...

მილიარდერი ჩარლზ მორისი ახალგაზრდა სუპერმოდელ ცოლთან, მიკისთან, ერთად ფოტოსესიისთვის ალიასკაზე მიემგზავრება. თანამედროვე პროფესიონალი ფოტორეპორტიორი რობერტ გრინი მას არწმუნებს, რომ ალიასკა ფოტოსესიისთვის საუკეთესო ადგილია. იდეალური ადგილის ძებნაში ისინი იმაზე შორს გაფრინდებიან, ვიდრე ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. ამ არაჩვეულებრივი ცხოვრებისეული ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად დავფიქრდებით ცხოვრებაში სულგრძელობის, თანადგომის, ადამიანობისა და პატიების მნიშვნელობის შესახებ. ...

ფილმის მოქმედება ჯარისკაცების საერთო სასაფლაოზე იწყება, სადაც უკვე მოხუცებული ყოფილი ჯარისკაცი თავისი თანამებრძოლების საფლავების სანახავად მიდის და მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებულ ისტორიას იხსენებს. სამი ძმა რაიანი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მეოთხე ვაჟი, რიგითი რაიანი ნორმანდიის სანაპიროებზე მტრის ზურგში არის მოქცეული, კაპიტან მილერს და 7 ახალგაზრდა ჯარისკაცს დაევალება, რომ მეოთხე ვაჟი დედას ცოცხლად დაუბრუნონ. რიგითი რაიანის გადასარჩენად მიმავალ ჯარისკაცებს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ...

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ჯოჯოხეთში“ – ერთი შეხედვით გოგონების უმეტესობისთვის სასურველ სამუშაო ადგილას, რომელსაც „ეშმაკი“ საკუთარი კანონებით მართავს. დიახ, ზუსტად ასეა წარმოდგენილი მაღალი მოდის გლამურული სამყარო ფილმში „ეშმაკს აცვია პრადა“. ძნელი წარმოსაგენია, მაგრამ ფილმში, რომელშიც ყველზე მეტი ბრენდული სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარია გამოყენებული კოსტიუმებისთვის 35 მილიონიანი ბიუჯეტიდან მხოლოდ 100 000 დოლარი იყო გამოყოფილი, არადა პერსონაჟების გარდერობის ღირებულება 1 მილიონ დოლარს ...

სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ნოველის ეკრანიზაცია, ციხის მცველი, პოლ ეჯკომის არაჩვეულებრივ ისტორიას მოგვითხრობს. პოლის ხელში მრავალ ბოროტმოქმედს გაუვლია, მაგრამ ბავშვების მკვლელობისათვის სიკვდილმისჯილი პატიმარი, რომელსაც სიბნელის ეშინია, აიძულებს მას ახლებურად შეხედოს საკუთარ ცხოვრებას. ...

ბედნიერებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა სხვას უზიარებ. “ველურ პირობებში” მოგვითხრობს რეალურ ისტორიას ახალგაზრდა კრისტოფერ მაკკენდლესის შესახებ. კრისტოფერი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდანაა, რომელმაც თანამედროვე საზოგადოების მატერიალური ფასეულობები უარყო და მთელი ქონება დაარიგა. ორი წლის განმავლობაში ის დაეხეტებოდა ამერიკასა და მექსიკაში, ლუკმა-პურის ფულს შემთხვევით სამუშაოებზე შოულობდა, სანამ საბოლოოდ ალასკაზე, “ველურ პირობებში” არ აღმოჩნდა. ...

ჯონ გრინის ამ წიგნმა უკვე მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო, მსოფლიოს ბესთსელერი გახდა და მისი ეკრანიზაციაც გამოვიდა რომელსაც 11 სექტემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში ვიხილავთ. ვისაც რომანტიკული მელოდრამები უყვარს ეს წიგნი/ფილმი სწორედ მისთვისაა ზედგამოჭრილი. წიგნის წაკითხვამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ცოტახნის წინ ამ წიგნზე “ტვიტერში” ვათვალიერებდი ინფორმაციას და ასეთ პოსტს გადავაწყდი რომელსაც ათასობით “რეტვიტი” და “ფავორიტი” ჰქონდა… ეს მხოლოდ მის შემდეგ უნდა ...

უხილავი მხარე ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმია. ის ერთი უსახლკარო ბიჭის შთამაგონებელი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც კეთილი ადამიანების დახმარების წყალობით უმძიმესი გაჭირვების დაძლევა და წარმატების მიღწევა მოახერხა. ...

დედამიწას უდიდესი კატასტროფის ემუქრება, ადამიანები გრძნობების დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან. ვირუსი ნელ-ნელა ვრცელდება და ადამიანებიც რიგრიგობით კარგავენ გრძნობებს. და რა დარჩება ბოლოს? ალბათ, მხოლოდ ერთი სრულყოფილი გრძნობა, რომლის შესახებაც ფილმი მოგვითხრობს. “ახლა ბნელა მაგრამ ისინი ერთმანეთის სუნთქვას გრძნობენ. მათ ყველაფერი იციან, რისი ცოდნაც აუცილებელია. ისინი კოცნიან ერთმანეთს, ერთმანეთის ცრემლს გრძნობენ. და რომ დარჩენილილიყო ვინმე ვინც მათ დანახვას შეძლებდა, იფიქრებდა, რომ ხედავდა ...