ფსიქოლოგი, ფილიპ ზიმბარდო, დაინტერესებული იყო გაერკვია, სადისტური ქმედებები, რომელთაც ციხის ზედამხედველები ამერიკის ციხეებში სჩადიოდნენ, ციხის გარემოს ზემოქმედებით იყო განპირობებული, თუ მათი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეობდა. კვლევის ჩასატარებლად ზიმბარდომ, სტენფორდის უნივერსიტეტის შენობაში ციხის გარემო შექმნა. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად 21 მამრობითი სქესის სტუდენტი შეირჩა. ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის შესამოწმებლად, სტუდენტებმა გაიარეს ფსიქოლოგიური შემოწმებები და კომპენსაციის სახით დღეში 15 დოლარი დაენიშნათ. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი 1971 ...