მოგესალმები მეგობარო! რატომ გადავწყვიტე ამ თემას შევხებოდი 29 მარტის დაძაბულ საღამოს, როდესაც ამ წუთებში გერმანიის 11 კაციანი “ლაშქარი” შემოესია ჩვენს სტადიონს და “გვაიძულებს” ოფლში გაწურულებმა და დაჭიმულებმა იმედის 1%-ის ხარჯზე (Battery Low!) ვუყუროთ ჩვენს სპორტულ განადგურებას??? იმიტომ, რომ მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე მაქვს გულწრფელი, მწველი სურვილი, რომ ფეხბურთი-ც იყოს “ჩვენი თამაში!”, მაგრამ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რა როლი გვაქვს ...

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე ფეხბურთზე დავწერდი, დავინტერესდებოდი ცნობილი საფეხბურთო კლუბების ქართველი ქომაგებით და მეტიც, მათ ისტორიებში სამოტივაციო ელემენტებს დავუწყებდი ძებნას… „იუვენტუსის“ ქართველი გულშემატკივრების ამბავიც, ერთი შეხედვით ჩვეულებრივია. 2 წლის წინ შეიკრიბნენ, გადაწყვიტეს ფან-კლუბი ჩამოეყალიბებინათ და ერთად ეგულშემატკივრათ საყვარელი კლუბისთვის. მალევე ოცნება აიხდინეს და ქალაქ ტრაპზონში, მეზობელი თურქებით სავსე სტადიონზე გმირულად უქომაგეს „იუვენტუსს“, რომელიც მაშინ სწორედ მასპინძლებს ეთამაშებოდა. შარშან იუვენტუსის ფან-კლუბი, ...