ამონარიდი – თომას ჰობსის “ლევიათანი” ბუნებამ იმდენად თანასწორნი შექმნა ადამიანები ფიზიკური და გონებრივი უნარების მხრივ, რომ, თუმცა ზოგი მათგანი შეიძლება სხვაზე აშკარად ღონიერი ან გონებაგახსნილი იყოს, საბოლოოდ ინდივიდები მაინც იმდენადაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ ვინმემ თქვას, მე რაღაც ისეთი სიკეთე მეკუთვნის, რაზეც სხვას ასეთივე პრეტენზია ვერ ექნებაო. სხეულის ძალა რომ ავიღოთ, ის ყველაზე სუსტსაც საკმარისი აქვს საიმისოდ, რომ ყველაზე ღონიერი მოკლას, ...