ტარტუს უნივერსიტეტში ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე განათლების მიღების მსურველთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით 45%-ით გაიზარდა. საერთაშორისო პროგრამების უფროსი სპეციალისტის ულეტენსიგის ცნობით, საერთო ჯამში, მთელი მსოფლიოდან 1191 განცხადება შემოვიდა. მოგეხსენებათ, რომ კონკურსი 10 სამაგისტრო, ერთ საბაკალავრო და ერთ სამედიცინო პროგრამაზე მიმდინარეობდა. საბუთების მიღება 16 აპრილს დასრულდა და საბოლოო პასუხებს აბიტურიენტები 3 ივნისამდე მიიღებენ. განცხადებები 95 სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვიდა. მათ შორის ...

12 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით პროექტ „ისწავლე ესტონეთში“–ს, ტარტუს უნივერსიტეტისა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრებს ესტონეთში სწავლის მსურველთათვის და მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. ქვემოთ მოცემულია შეხვედრების თარიღი, ადგილი და დრო: • 12 თებერვალი 11:30-13:00 – პროექტ „ისწავლე ესტონეთში“-ს, ტარტუს უნივერსიტეტისა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები გამართავენ გამოფენას თსუ-ს პირველი კორპუსის ფოიეში, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ...

მოდით ასე დავიწყებ, მე მარიამი ვარ ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი. ამჯერად ვსწავლობ ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში, თუმცა წარსულში საქართველოსა და გერმანიაშიც ვსწავლობდი 1 წელი. დღეს გადავწყვიტე გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება 3 სხვადასხვა სისტემის შესახებ და გითხრათ, თუ რომელი მათგანი მირჩევნია. ყველაზე მეტად რაც ტარტუს უნივერსიტეტში მომწონს  არის ის, რომ რასაც ვსწავლობთ თეორიულად ასევე პრაკტიკულადაც ვაკეთებთ. მაგალითად, მარკეტინგის კურსზე დავწერეთ მარკეტინგის ...

ოცი წლის წინ, 1993 წელს, ტარტუს უნივერსიტეტმა, პირველად ესტონეთში, უცხოელ სტუდენტებს შესთავაზა პირველი სრულყოფილი სასწავლო მოდული ინგლისურ ენაზე“Semester in the Baltics”, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მომავალში მსოფლიო დონის ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. „ეს მოკრძალებული დასაწყისი დიდი აკადემიური გარღვევისა და წინსვლის საწინდარი გახლდათ. დღეს, ტარტუს უნივერსიტეტში მრავალი საერთაშორისო პროგრამა ისწავლება ინგლისურ ენაზე, სადაც მსოფლიო დონის პროფესორები ინოვაციური ...