რომელ პროგრამაზე სწავლობ ტარტუს უნივერსიტეტში? ტარტუს უნივერსიტეტში დემოკრატიისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ, რომელიც 2015 წელს შეიქმნა ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მკვლევრის, ველო პეტაის ხელმძღვანელობით. პროგრამის ინტერდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებლობა გვეძლევა ჩვენთვის საინტერესო მიმართულებით ნებისმიერი საგანი გავიაროთ. ყველაზე კარგი კი მაინც ისაა, რომ სწავლა საერთაშორისო გარემოში მიმდინარეობს, უმაღლესი დონის პროფესიონალებისა და ინოვაციური მეთოდების წყლობით კი ჩვენი განათლება ევროპული სტანადრტის ...

ტარტუს უნივერსიტეტში ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე განათლების მიღების მსურველთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით 45%-ით გაიზარდა. საერთაშორისო პროგრამების უფროსი სპეციალისტის ულეტენსიგის ცნობით, საერთო ჯამში, მთელი მსოფლიოდან 1191 განცხადება შემოვიდა. მოგეხსენებათ, რომ კონკურსი 10 სამაგისტრო, ერთ საბაკალავრო და ერთ სამედიცინო პროგრამაზე მიმდინარეობდა. საბუთების მიღება 16 აპრილს დასრულდა და საბოლოო პასუხებს აბიტურიენტები 3 ივნისამდე მიიღებენ. განცხადებები 95 სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვიდა. მათ შორის ...

12 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით პროექტ „ისწავლე ესტონეთში“–ს, ტარტუს უნივერსიტეტისა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრებს ესტონეთში სწავლის მსურველთათვის და მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. ქვემოთ მოცემულია შეხვედრების თარიღი, ადგილი და დრო: • 12 თებერვალი 11:30-13:00 – პროექტ „ისწავლე ესტონეთში“-ს, ტარტუს უნივერსიტეტისა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები გამართავენ გამოფენას თსუ-ს პირველი კორპუსის ფოიეში, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ...