დიდმა ეგვიპტელმა ბრძენმა, სახელად ტოტმა, რომელსაც ბერძნები ჰერმესს ეძახდნენ, მსოფლიო წარღვნის წინ, მოასწრო და ჩაწერა თავისი მოსაზრებები ცოდნის ყველა დარგის მიმართულებით (მედიცინა, ქიმია, იურისპრუდენცია, ასტრონომია, მუსიკა, რიტორიკა, მაგია, ფილოსოფია, გეოგრაფია, მათემატიკა (განსაკუთრებით გეომეტრია), ანატომია და ორატორის ხელოვნება). იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია უღირსი ადამიანების ხელში არ მოხვედრილიყო, მან ტექსტი დაშიფრა: «მომავალი თაობის ბრძენი ადამიანები იპოვიან საშუალებას და გაშიფრავენ ჩანაწერებს, ხოლო სულელები ...

 განიყო ღმერთთა ღმერთმა თავისაგან სული და შთაჰბერა მას სილამაზე. მისცა მას განთიადის ნიავთა სინაზე,მინდვრის ყვავილთა კეთილსურნელება, მთვარის შუქის სინატიფე. უბოძა მას სიხარულის თასი და უთხრა :,, მოსვი ის მხოლოდ მაშინ, როცა წარსულს დაივიწყებ და მომავალს არად ჩააგდებ !”. უბოძა ასევე სევდისა და ნაღველის თასი და უთხრა :,,დალიე და შეიტყობ არსს ცხოვრების მხიარულებისან”. შთააგონა მას სიყვარული, კმაყოფილების პირველივე ამოოხვრაზე რომ განეშორება ...

ადამიანის სულის სივრცე, მისი შინაგანი „თავისუფლების ინდექსით“ განისაზღვრება. სული აძლევს სხეულს ფორმას..? თუ სხეული სულს..? რაც უფრო ბევრს ვფიქრობ… უფრო და უფრო ვუახლოვდები იმ აზრს, რომ ყველა პრობლემის საწყისი საერთო, სამგანზომილებიან „სივრცეში“ დამწყვდეული, ქარივით თავისუფალი სული და გონებაა… ემოციებით დაღლილი სული და უკონტროლოდ დარჩენილი გონება, რომელსაც ყველაფერი ნამდვილი ენატრება… ერთი შეხედვითაც ჩანს, როგორი ქაოსია სულში, როგორ ვერ იტევს სხეული სულს ...

საიდან იწყება სიყვარული? მოწონებით… და რა არის მოწონება? ზოგი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ყურადღება ექცევა გარეგნობას, ზოგიც ამბობს, რომ გარეგნობა მეორე ეტაპზე დგას და პირველ ეტაპზე ადამიანის შინგანი სამყაროა, მისი სულის სილამაზე. დავეთანხმები იმათ, რომლებიც ამბობენ, რომ გარეგნობაა ჯერ… თუ ადამიანთან რაღაც გარკვეული დროით მაინც არ გაქვს ურთიერთობა, მისი სულიერი სამყარო ნაკლებაა გახსნილი შენთვის. როცა ადამიანს პირველად ხედავ, აფასებ გარეგნობით. ...

„დასაბამი სიბრძნისა არის შიში ღვთისა”. რა არის შიში? რატომ არის მწუხარება, უიმედობა, მოწყენილობა სასიკვდილე ცოდვები? ცვლის თუ არა შინაგანად ადამიანს გარეგანი გამოცხადება? შეიძლება თუ არა რომ სულს ეტკინოს? ...

ადამიანები ასე ცდილობენ სევდას გაექცნენ: მიდიან სოფლებში, სანაპიროებსა და მაღალ მთებში.. თუმცა სისულელეა, შეიძლება  ნებისმიერ დროს გაექცეთ სევდას, მაგრამ არა სადმე გაქცევით, არამედ სულის მოვლით და სრულყოფით. განა შეიძლება არსებობდეს მეტად მშვიდი და თავისუფალი ადგილი, ვიდრე სულია? თუ სხვის სულში არ დაძვრებით, შეიძლება სევდასაც ვერსად წააწყდეთ, მაგრამ თუ არ იცით თქვენში რა ხდება, როგორ იქნებით ბედნიერი? გაწმინდეთ თქვენი სული ყოველგვარი ...