გადაიარა ეზო… უგზო-უკვლოდ მიდიოდა. სადღაც ყანაში ჩამოჯდა ქვაზე. ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში… ცალ-ცალკე სიტყვები გაიელვებდნენ ნაპერწლებივით: “ჭადი”, “ბავშვები”, “ხარი”… ისევ ადგა, ჯერ შარა-გზას გაყვა, მერე ორღობეში შეუხვია, დაუძახა ვიღაცამ, მობრუნდა. -გუშინწინ რომ მთხოვე ფქვილი, ღმერთია მოწამე, არ მქონდა; აი დღეს ქე მაქ ცოტა, და ნახევარ ჯამს გაგიზიარებ… ოღონდ არ დამღუპო – იპ პარასკევს უნდა დამიბრუნო. -მომეცი! – მოკლედ მოუჭრა ...