საშუალება მიეცით წარსულს საკუთარი თავის დასამარხად. გაემიჯნეთ გუშინდელ დღეს, რომელმაც ბევრ ადამიანს სიკვდილისკენ გზა შეუმსუბუქა. ხვალინდელ საზრუნავთა ტვირთი გუშინდელ და დღევანდელ საზრუნავთან ერთად, ყველაზე ძლიერებსაც კი აბეჩავებს. ეს სიტყვები დაწერა სახელგანთქმულმა ინდოელმა დრამატურგმა კალიდასამ: “შეხედე ამ დღეს! მასში ხომ თვით ცხოვრების არსია. მის მოკლე მონაკვეთში ძევს ჩვენი არსებობის მთელი სიმართლე და აზრი: ზრდის ნეტარება, მოქმედების მშვენიერება, მიღწევის სიდიადე. გუშინდელი დღე ...

საოცრად მარტივ პრაქტიკას შეუძლია ადამიანი უფრო ხალისიანი გახადოს და მადლიერების გრძნობა გაუმძაფროს. მას ჩვენი მსოფლმხედველობის სრულიად შეცვლაც შეუძლია, თანაც ისე, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას წარმოვადგენთ, სად ვცხოვრობთ, რამდენს გამოვიმუშავებთ. როგორც მკვლევარები ამბობენ, ჩვენ გარკვეული ჩვევების შეცვლით, საკუთარ თავზე მუშაობით, განწყობას ვიცვლით. მთავარია გამოვხატოთ მადლიერების გრძნობა, გავაღრმავოთ სოციალური ურთიერთობები, დავკავდეთ ფიზიკური აქტივობებით. კვლევების უმეტესობა ადასტურებს, რომ ჩვენს ფიქრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ...

სამსახური გადამღლელია მაშინაც კი, როდესაც საყვარელ საქმეს ვაკეთებთ. პირადმა პრობლემებმა და სამსახურებრივმა გამოწვევებმა შესაძლოა ყველაფერი გაართულოს. ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ პირადი ცხოვრება სამსახურისგან სრულიად დამოუკიდებელია და თქვენც არწმუნებთ ამაში საკუთარ თავს. ეს მხოლოდ მითია და მეტი არაფერი. ერთ ადამიანში პირადი და სამსახურებრივი პრობლემების სრულიად გამიჯვნა შეუძლებელია. გასულ წელს მყავდა კლიენტი სახელად ევანი. გადატვირთული რეჟიმი ჰქონდა. მენეჯერი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. ...

ერთხელ ფსიქოლოგი სემინარს უძღვებოდა, როცა ხელში წლიანი ჭიქა აიღო და აუდიტორიას კითხვით მიმართა. ყველა ნაცნობ კითხვას ელოდა: „ჭიქა ნახევრად სავსეა, თუ ნახევრად ცარიელი?“, თუმცა პროფესორმა ღიმილით იკითხა: „რამდენს იწონის ჭიქა?“ სტუდენტთა პასუხები ასიდან სამას გრამამდე მერყეობდა. „ამ შემთხვევაში, საერთო წონას მნიშვნელობა არ აქვს“, თქვა პროფესორმა. „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანი მიჭირავს ხელში ჭიქა. თუ მხოლოდ ერთი წუთით ეს პრობლემა არაა. ...

თანამედროვე სამყაროში სტრესი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად იქცა. სტრესის მაღალ ფორმებს შეუძლიათ ადამიანი ფიზიკური, მენტალური, ემოციური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებამდე მიიყვანონ. ხშირია შემთხვევები როდესაც ძლიერ სტრესი დეპრესიას, დაძაბულობას, ნაადრევ დაბერებას, გულის შეტევებს და ხშირად სიკვდილსაც კი იწვევს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ვფლობდეთ მისი თავიდან აცილების გარკვეულ მექანიზმებს. სტრესის სიმპტომების ამოცნობის მნიშვნელობა როგორც წესი, პრობლემის მოგვარების პირველი ნაბიჯი იმ რეალობის გაანალიზებაა, რომელშიაც ვიმყოფებით. ...