ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიდგომას,რომლის მიზანია დამნაშავეობის გაგება,სტიგმატიზაციის (იარლიყის მიწებების) თეორია ეწოდება. ამ მიდგომის თეორეტიკოსები დევიაციას განსაზღვრავენ არა როგორც ინდივიდებისთვის ან ჯგუფებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების ერთობლიობას, არამედ როგორც დევიანტებსა და არადევიანტებს შორის ურთიერთქმედების პროცესს. მათი აზრით,იმისათვის,რომ გავიგოთ თავად დევიაციის ბუნება,უპირველეს ყოვლისა,უნდა გამოვიკვლიოთ,რატომ აწებებენ „დევიანტის“ იარლიყს ზოგიერთ ადამიანს. ძირითადად, სწორედ ის ადამიანები აწებებენ იარლიყს, რომლებიც კანონისა და წესრიგის დამცველ ძალებს წარმოადგენენ, ან შეუძლიათ, ...