სოციოლოგია მეცნერებაა, რომელიც საზოგადოებას, მისი განვითარების მახასიათებლებს და საზოგადოებრივ სისტემებს შეისწავლის, ასევე – სოციალურ ინსტიტუტებს და ურთიერთობებს, განსაკუთრებით საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთდამოკიდებულებას. სოციოლოგიის სფეროს ერთ-ერთი დამაარსებელი და გამოჩენილი სპეციალისტია გერმანელი სოციოლოგი, პოლიტეკონომისტი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი მაქვს ვებერი. მისმა იდეებმა სოციოლოგიური მეცნიერების და სხვა საზოგადოებრივი დისციპლინების განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს. იგი ეყრდნობოდა ანტიპოზიტივიზმის მეთოდებს და ამტკიცებდა, რომ საზოგადოებრივი მოქმედებების შესასწავლად საჭიროა, ...

მეწარმე 1 000 $-ით ახალ დანადგარს შეიძენს; იგივე თანხას, დედა ოჯახს მოახმარს; სტუდენტმა კი, შესაძლოა, სწავლის გადასახადი დაფაროს. ამ გადაწყვეტილებებს აფასებს და ხსნის რაციონალური არჩევანის თეორია. თანხის გახარჯვის განსხვავებული ხედვები შეგვიძლია, მარტივ ფორმულაზე დავიყვანოთ: ინდივიდების მიერ გაკეთებული არჩევანი ორიენტირებულია შედეგის მაქსიმალიციაზე. თუმცა, როგორ ავხსნით მოხუცი ლექტორის ქცევას, რომელიც მიწისძვრისას უკანმოუხედავად, სტუდენტებზე სწრაფად გარბის – მისი ქცევა რაციონალურია, თუ ინსტიქტური? სწორედ ...