ალბათ გსმენიათ ბიბლიური იგავი კეთილი სამარიტელის შესახებ, თუმცა მოდით მაინც გავიხსენოთ, ვიდრე უშუალოდ ექსპერიმენტის შინაარსზე გადავიდოდეთ: “ერთი კაცი იერიქოში მიემგზავრებოდა, გზაში მას თავს ავაზაკები დაესხნენ, რომელთაც გაძარცვეს იგი და შემდგომ ამისა ნახევრად მკვდარი მიატოვეს. სწორედ იმ ადგილას, სადაც ის იმყოფებოდა, შემთხვევით ერთმა მღვდელმა და ერთმა ლევიტელმა გამოიარეს, თუმცა ისინი არც კი შეჩერებულან. ამის შემდეგ, ამ ადგილზე ერთმა უცხო აღმსარებლობის მქონე ...

ფსიქოლოგი, ფილიპ ზიმბარდო, დაინტერესებული იყო გაერკვია, სადისტური ქმედებები, რომელთაც ციხის ზედამხედველები ამერიკის ციხეებში სჩადიოდნენ, ციხის გარემოს ზემოქმედებით იყო განპირობებული, თუ მათი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეობდა. კვლევის ჩასატარებლად ზიმბარდომ, სტენფორდის უნივერსიტეტის შენობაში ციხის გარემო შექმნა. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად 21 მამრობითი სქესის სტუდენტი შეირჩა. ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის შესამოწმებლად, სტუდენტებმა გაიარეს ფსიქოლოგიური შემოწმებები და კომპენსაციის სახით დღეში 15 დოლარი დაენიშნათ. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი 1971 ...

Youtube-ზე 2013 წლიდან არსებობს, არხი სახელწოდებით “whatever”, რომელიც საინტერესო და ამავდროულად სახალისო სოციალური ექსპერიმენტებით გამოირჩევა. ეს ვიდეოც ერთ-ერთი მათგანია. ალბათ საინტერესოა, რამდენი უცნობი მამაკაცი დათანხმდება სექსზე  უცნობ გოგონას? უყურეთ ვიდეოს ...

დაეხმარებით გოგონას, თუ დაინახავთ, რომ მასზე ძალადობენ? როგორც ვიდეოს შემქმნელები ამბობენ 4-დან 1 ქალი ხდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ამ სოციალურ ექსპერიმენტში, თქვენ იხილავთ იმ ადამიანების რეაქციებს, რომლებიც მოულოდნელად ქალზე ძალადობის მხილველები ხდებიან. ჩაერევიან ისინი? თუ გზას განაგრძობენ, ისე ვითომც არაფერი დაუნახავთ. თქვენ როგორ მოიქცეოდით? ...

ვიცნობდით ჩვენი ოჯახის წევრს, უსახლკაროსავით ჩაცმული, რომ გვენახა ქუჩაში? ეს სოციალური ექსპერიმენტი, New York Rescue Mission-ისა და Agency Silver-ის პარტნიორობით ჩატარდა. ქუჩაში დამონტაჟებული იყო ფარული კამერა, რომელიც აფიქსირებდა ადამიანებს, რომელთაც უსახლკაროსავით ჩაცმულ საყვარელ ადამიანებს გვერდით გულგრილად ჩაუარეს. მოგვიანებით, ყველა მათგანმა იხილა ეს კადრები. ალბათ ნათელია, რომ ვერავინ გამოარჩია საკუთარი ოჯახის წევრები. ერთმა ქალბატონმა საკუთარი დედა, ბიძა და დეიდა ვერ იცნო. ...