სიბრძნე სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა. • სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად, ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად, ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად, გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა, რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს. • უფლის შიში ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ. • თუ სიბრძნე შევიდა ...