ჩაგვრა ანუ ე.წ. ბულინგი საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისათვის. სამწუხაროა, რომ მშობლები პრობლემას მხოლოდ მაშინ ამჩნევენ, როდესაც ეს კონკრეტულად მათ შვილს ეხება. ფაქტი, რომ ჩაგვრის წინააღმდეგ ზომები ყველა სკოლამ უნდა მიიღოს, ცალსახაა. არსებობს სხვადასხვა გზა და აქტივობა, რომელთა საშუალებით სკოლებს აღნიშნული პრობლემის მოგვარება შეუძლიათ: 1. ბავშვების ინფორმირება და პოზიტიური კომუნიკაციის უნარების განმავითარებელი ტრენინგების უზრუნველყოფა – სწორეს ეს დაეხმარებათ ...

წარმოგიდგენთ საინტერესო ნაწყვეტს ცნობილი ბრაზილიელი განათლების მკვლევარის პაულო ფრეიერის „ჩაგრულთა პედაგოგიკიდან“, ვფიქრობ სტატია კარგად ეხმიანება ჩვენს რეალობას. „განათლების საბანკო მოდელი“ : ეს არის სწავლების პროცესი როცა მასწავლებელი ისე ლაპარაკობს რეალობის შესახებ თითქოს ის უძრავი, სტატიკური, დანაწევრებული და პროგნოზირებადი იყოს, ან ისეთ საკითხს ხსნის, რომელიც უცნობია მოსწავლეთა ეგზისტენციალური გამოცდილებისთვის. მასწავლებლის ამოცანაა მოსწავლეების „ამოვსება“ თავისი მონათხრობით, რომლებიც განცალკევებულია რეალობისგან, მოკლებულია იმ მთლიანობას ...

2014 წლის ოქტომბერში,არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრმა“ ჩაატარა კვლევა მოსწავლეებში, რათა გაეგო მათი აზრი, თუ როგორი უნდა იყოს, რას ნიშნავს მათთვის კარგი პედაგოგი. კვლევამ ძალზედ საინტერესო შედეგები აჩვენა და გამოავლინა რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რომელიც მოსწავლეთა აზრით კარგ პედაგოგს უნდა გააჩნდეს. კვლევის მოზანი: მოგეხსენებათ სახელმწიფოს აქვს საკუთარი განსაზღვრება იმისა თუ რას ნიშნავს კვალიფიციური პედაგოგი და ეს ნათლად არის გაწერილი პედაგოგთა შეფასების ...

დღეს აქტუალურია უცხო ენების სწავლა ( რაც სასიხარულო და მისასალმებელია) და ხშირად ისმევა კითხვა თუ რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ მათი შესწავლა. ამ კითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა შეუძლებელია. საკითხზე თუ რომელი ასაკია ყველაზე ოპტიმალური უცხო ენების ასათვისებლად: ლოგოპედების, ფსიქოლოგებისა და პედაგოგების აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა. და კვლავ კვლევის პროცესშია. არსებობს ენის შეთვისების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება ფსიქოლოგიაში: გამოჩენილმა შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა ჟ.პიეჟემ თქვა: ...

ალბათ ნებისმიერი მასწავლებლის გულს მოიგებდა მოსწავლის მიერ ნაჩუქარი პატარა საჩუქარიც კი. ამიტომ გთავაზობთ 5 საუკეთესო და მარტივ საჩუქარს,რომელიც თქვენს მასწავლებელს აუცილებლად გაახარებს. როდესაც მასწავლებელს საჩუქარს ჩუქნი,ამაში არამხოლოდ მადლიერება,არამედ დამოკიდებულება და სიყვარულიც უნდა ჩანდეს. ეცადეთ გამოირჩეოდეთ უმრავლესობისგან და შეარჩიეთ საჩუქარი თქვენი მასწავლებლის მისწრაფებებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა,მასწავლებელს თქვენი ნებისმიერი საჩუქარი ძალიან გაახარებს,მაგრამ ჩვენ ვიცით რა დაადნობს თქვენი მასწავლებლის გულს ყველაზე მეტად ...

საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები, რომელიც ბოლოს დროს საქართველოში ტარდება (TIMSS. PIRLSI.PISA) ცხადჰყობს, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი, აუცილებელ საბაზისო უნარების მინიმუმს ვერ ფლობს. მოსწავლეებმა არ იციან, როგორ ისწავლონ სწორად. მოზარდის განათლების პროცესის წარმართვაზე, უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორის მნიშვნელოვანი ინსტიტუტებია ოჯახი და სკოლა. საერთაშორისო კვლევების დიდი ნაწილი, განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სწორედ აქ – ეძებს. დღეს, მსოფლიო იმდენად დიდი ინფორამაციის მატარებელია, ყველა ...

თუ მათ რიცხვში ხართ, ვინც ფიქრობს, რომ სასკოლო განათლების სისტემას სჭირდება არა რეფორმა, არამედ თავიდან გამოგონება, რევოლუცია და არა ევოლუცია და თვლით, რომ საჭიროა რადიკალური გარდაქმნა, მაშინ აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რა ფაქტორები აფერხებს ცვლილებებს ? მოკლედ რომ ვთქვა რა იგულისხმება რადიკალურ გარდაქმნაში, ან რა შედეგი გვინდა მივიღოთ? – დღეს მოსწავლე მორგებულია სისტემაზე, ცვლილება გულისხმობს სისტემას რომელიც მორგებულ იქნება თითოეული ...

შეუძლებელია, რომელიმე სტატიაში ან, თუნდაც წიგნში დაეტიოს ყველაფერი, რაც რეალურად მშობლებმა უნდა იცოდნენ სწავლებისა და აღზრდის შესახებ და არც არსებობს რაიმე კონკრეტული ფორმულა, რომ იყო საუკეთესო მშობელი. კვლევებით არც ის არის დადგენილი ზუსტად რა პროცენტით ახდენს გავლენას მშობელი შვილის აღზრდაზე. მიზანი ამ სტატიის არის გარკვეული გამოცდილების გაზიარება სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის და მცირე რეკომენდაციების მიცემა, თუ როგორ მოიქცნენ სიტუაციებში, როცა ზუსტად ...

სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს მოქალაქენი მისი აღსაზრდელები არიან. დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი, დაე, მისი მართვა, არსებითად, მოსწავლეთა ხელში გადავიდეს. მართვის ცოცხალი პრაქტიკა გამოაწრთობს მოზარდი თაობის მოქალაქეობრივ ხასიათს… თვითმმართველობის შემოღება არის მოქალაქეობრივი გრძნობების აღზრდის უმნიშვნელოვანესი საშუალება. მომავლის სკოლა, რომლის მიზანი მოქალაქეობრივად განწყობილი ხასიათის აღზრდა იქნება, აუცილებლად ბევრს იფიქრებს სასკოლო ცხოვრებაში მჩქეფარე პრაქტიკულ საქმიანობაზე, რომელიც დღენიადაგ აღძრავს ბავშვებში ...