ერთ დილას ერთმა გლეხმა მონასტრის კარებზე მთელი ძალით დააბრახუნა.როცა მეკარე ბერმა გააღო გლეხმა ზურს უკან დამალული ყურძნის ულამაზესი მტევანი გამოაჩინა. – საყვარელო ძმაო, ეს ჩემი ვენახის ყველაზე ლამაზი მტევანია. მინდა გაჩუქოთ. – გმადლობთ, ახლავე აბატს დავუძახებ ეს ძღვენი გაახარებს. – არა ეს მტევანი თქვენ მოგიტანეთ. –მე არ ვიმსახურებ ასეთ მშვენიერ საჩუქარს. – ყოველთვის როცა ამ კარზე ვაკაკუნებდი. კარს თქვენ მიღებდით. ...