„ითვლება, რომ მორბენალი თვალები ადამიანის არაკეთილსინდისიერების მანიშნებელია, თუმცა როგორც ცნობილია ყველაზე თავზეხელაღებულ ავაზაკებს შეუძლიათ მშვიდად გიყურონ სახეში“. /აგატა კრისტი/ მთელ ჩვენს ცხოვრებას თან სდევს ტყუილი, გვინდა ეს თუ არა. გვატყუებენ, ვატყუებთ. მაგრამ ძალიან ცოტა რამ ვიცით ტყუილის შესახებ. როგორ აღმოვაჩნოთ ტყუილი და არ დავრჩეთ მოტყუებულები; როგორ მოვატყუოთ სხვები, ისე რომ არ გამოგვიჭირონ. ამის გაგებაში დაგვეხმარება ტყუილის ფსიქოლოგიის საიდუმლო მეთოდების ცოდნა. ...

სადღაც, უთვალავ მზის სისტემათა მოციმციმედ გადმოღვრილი კოსმოსის ერთ შორეულ კუთხეში, იყო და არა იყო რა, იყო ერთი ვარსკვლავი, რომელზეც გონიერმა ცხოველებმა შემეცნება გამოიგონეს. ეს იყო “სამყაროს ისტორიის” ყველაზე ამპარტავანი და სიცრუით სავსე წუთი, რომელიც მხოლოდ ერთ წუთად დარჩა. ბუნებამ ორიოდეჯერ თუ მოასწრო ამოსუნთქვა, სანამ ვარსკვლავი გაშეშდებოდა და გონიერმა ცხოველებმაც სული დალიეს. _ ვინმეს ასეთი იგავი რომ შეეთხზა, ბოლომდე მაინც ვერ ...