სიღნაღი სიყვარული ქალაქია, არა მარტო უმშვენიერესი პატარა სახლუკებით, ლამაზი განათებითა და ულამაზესი ხედით ალაზნის ველზე, არამედ საკუთარი მნიშვნელობიდან გამომდინარეც. სხვა რომელი უნდა ყოფილიყო სიყვარულის ქალაქი, თუ არა უბატონო ქიზიყის გული – სიყვარულსაც ხომ თავისუფლება, სილაღე და სინარნარე უხდება, სიყვარულიც ხომ ალაზნის ველზე მოყვანილი რქაწითელის ბადაგივით შუშხუნა და ტკბილია.  ძნელია, სიღნაღის მონახულების შემდეგ, არ თქვა ან გაიფიქრო მაინც „პირადი გრძნობების გარეშე ...