იყო ყაყანი და იყო ღრენა, იყო ყეფა და იყო გნიასი. ბრძენმა უსმინა, უსმინა და სიტყვა წამოიწყო: – მე თუ მკითხავთ… მაგრამ ყური არაფრად ჩააგდეს, არც ჰკითხეს და არც ყური დაუგდეს.ისევ გაგრძელდა დიდი გნიასი, მიწევ–მოწევა და ლანძღვა–გინება. ბრძენმა უსმინა და ისევ სცადა აზრის გამოთქმა: – მე თუკი მკითხავთ… არ გაიგონეს მისი სიტყვა, არ შეისმინეს… ისე გაგრძელდა ბილწსიტყვაობა, დანამ იელვა და ტყვიამ ...