“ომის მოსაგებად, აუცილებელია შეიცნო სიყვარულის ძალა და უარი თქვა ძალაუფლების სიყვარულზე.” მჯერა სამყარო უამრავ უცნობ ისტორიას ინახავს არაჩვეულებრივი ადამიანების შესახებ, ეს ამბავი ერთ-ერთი მათგანია. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და მოგვითხობს ახალგაზრდა ბიჭის შესახებ, რომელიც ომში მოხალისედ მიდის – მისი მიზანი სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. ...

ალის სახელოსნოდან გამოაქვს თავისი დის – ზაჰრას ფეხსაცმელი, მაგრამ გზაში კარგავს. ეს, გოგონას ერთადერთი ფეხსაცმელი იყო, მამას კი ახლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. გადაწყდა, რომ ბავშვები ალის ფეხსაცმელებს ჩაიცვამენ რიგ-რიგობით. ძმამ რომ სკოლაში დროულად მისვლა მოასწროს, ზაჰრამ სახლამდე მთელი გზა უნდა ირბინოს. ალი გადაწყვიტავს სკოლების შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა, რათა მესამე ადგილზე გავიდეს და მოიგოს პრიზი – სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც თავის ...

“ადამიანობა” ორწუთიანი ფილმი ადამიანობაზე. სიკეთე არ იკარგება!   ...

“იყავი ადამიანი” ვიდეო, რომელიც სიკეთის კეთების სურვილს აღგიძრავთ. სასიამოვნოა, რომ ამ კადრებში თბილისის წყალდიდობის დროს მომხდარი სიკეთის ფაქტებიცაა ასახული. https://youtu.be/LskFDVuVWDo   ...

ნათია როსტიაშვილი “ფეისბუქზე” ჰყვება თბილისი-ჰერეთის სამარშრუტო ტაქსის მძღოლის – თამაზის შესახებ, რომელსაც, მისი თქმით, მგზავრები უყვარს და თავის საქმეს დიდი სიხარულითა და მონდომებით აკეთებს, ამასთან, მისთვის არც ადამიანური ურთიერთობებია უცხო. “ეს კაცი მინდა გაგაცნოთ. აქვე ვიტყვი, რომ არც ჩემი ნათესავია, არც ახლობელი. ერთი, გამორჩეულად ნათელგულიანი ადამიანია. ცოტა რომ შემოგვრჩა – ისეთი. ჩემი ნოველის სათაურია ,,თბილისი-ჰერეთი”. მაგ რეისზე დაჰყავს მგზავრები თამაზს. ...

..ადამიანი გარბოდა, რაც ძალი და ღინე ჰქონდა.. “დიდი და ბნელი” მისდევდა მას.. ბოლოს, ძალა გამოელია და ქვაზე ჩამოჯდა.. ის “დიდი და ბნელი” მის გვერდით მიყუჩდა. ამის შემყურე, საწყალი კაცი ნაღველმა შეიპყრო და აქვითინდა.. …უეცრად, ადამიანმა ფრთების ფრთხიალის ხმა გაიგო, თავი ასწია.. და ანგელოზი დაინახა, რომელსაც სადღაც ეჩქარებოდა.. – ეი! ანგელოზო..– დაუძახა ადამიანმა –..რა უნდა ვუყო ამ ბნელ ჩრდილს? ის ყველგან ...

ვზივარ და ვფიქრობ, რომელია უფრო ბედნიერია: მე, რომელსაც ბავშვობაში არც iphone მქონდა, არც ipad, არც სათამაშოები ( ძაააააალიან ცოტა), არც შუქი (უმეტესწილად), ვიჯექი ჩემთვის, ვკითხულობდი წიგნებს, ვგრძნობდი მათ სუნს, ვწერდი, ვქარგავდი, ვძერწავდი, ვჩხირკედელაობდი, ხან ხეს ვჩორკნიდი, ხან მუყაოსგან სათამაშო ვიდეოკამერას ვქმნიდი, ბისერებით ვაწყობდი სამკაულებს, ვხატავდი, ვქსოვდი და ა.შ. თუ თანამედროვე ბავშვები, ვისაც ყოველივე ეს არ უკეთებიათ, სამაგიეროდ ბოლო მოდელის მობილურით ...

აშშ-ის ალიასკას შტატში დიდ თოვლში მოხვედრილი 25 წლის მერი კრანიკი და მისი ახალშობილი მგლების ხროვამ გადაარჩინა. ქალი რვა თვის ორსული იყო, როდესაც მანქანით სახლში ბრუნდებოდა. ძლიერი თოვლის გამო მისი მანქანა გაიჭედა. მერის იმედი ჰქონდა, რომ სხვა მანქანა წაიყვანდა, მაგრამ მოძრაობა ამ მონაკვეთზე პარალიზებული იყო. 25 წლის ქალი იხსენებს, რომ ის მანქანიდან გადმოვიდა და ფეხით დაახლოებით ერთი კილომეტრი გაიარა, რა დროსაც ...

სოციალურ ქსელში თორნიკე ჩხარტიშვილი ფოტოს აქვეყნებს და საოცარ ისტორიას გვიყვება, რომელიც გუშინ ახმეტელის მეტროსთან მოხდა. “ეს გმირი თვალებიდან არ ამომდის მართლა ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! დღეს ახმეტელის მეტროსთან, სავტომობილო გზაზე ჩამოვარდა მაღალი გამავლობის ელეტრო კაბელი. ამ უცხო ადამიანს თითქმის ნახევარ საათზე მეტი ეკავა კაბელი და იცავდა მოსახლეობის უსაფრთხოებას. ბრავო ეს გმირი კაცია !!!” – წერს თორნიკე წყარო ...