ღმერთებმა სიზიფეს უზარმაზარი ლოდის მთის მწვერვალზე დაუსრულებლად ატანა მიუსაჯეს, საიდანაც ლოდი, მთელი თავისი სიმძიმით, უკან გორდება. გარკვეულ მიზეზთა გამო, მათ იფიქრეს, რომ არ არსებობს უნაყოფო და უიმედო შრომაზე საშინელი სასჯელი. ჰომეროსის თქმით, სიზიფე, მოკვდავთა შორის , ყველაზე გონიერი და ფრთხილი ადამიანი იყო. სხვა წყაროები ამბობენ, რომ იგი ყაჩაღობის პროფესიით იყო დაკავებული, თუმცა მე ამაში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. განსხვავებული მოსაზრებები ...