არც ახალგაზრდა უნდა აყოვნებდეს და არც მოხუცი უნდა იღლებოდეს ფილოსოფოსობით, რადგან სულის სიჯანსაღე არავისთვის არ არის არც ნაადრევი, არც გვიანი. ხოლო ის, ვინც ამბობს, რომ ჯერ არ დამდგარა ან გავიდა დრო ფილოსოფოსობის დაწყებისთვის, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერების დრო არ დამდგარა ან გავიდაო. ასე რომ ფილოსოფიით, როგორც ახალგაზრდა ისე მოხუცი უნდა იყოს დაინტერესებული. პირველი იმიტომ, რათა მოხუცებულობისას ახალგაზრდად ...