გრაფი სეგედი : „…შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ კაცობრიობას ნამდვილი ჭკვიანი კაცები ერთობ ნაკლებად ურევია. ეს განსაკუთრებით ცხადი და ნათელია მონარქების, პრეზიდენტებისა და კანცლერებისათვის, რომელთა ენაზე ამას “ჭკვიანი კაცების პრობლემა” ჰქვია, მაგრამ მათ წინაშე მუდამ დგას მეორე, გაცილებით მძიმე და მარადის გადაუჭრელი “გონებაშეზღუდული კაცების პრობლემაც” – კაცობრიობის უდიდესი ჭირი. შემჩნეულია, რომ სახელმწიფოს მართვისათვის დაბადებულად თავის თავს, სწორედ და უპირველესად ყოვლისა, შეზღუდული ...

თუ მათ რიცხვში ხართ, ვინც ფიქრობს, რომ სასკოლო განათლების სისტემას სჭირდება არა რეფორმა, არამედ თავიდან გამოგონება, რევოლუცია და არა ევოლუცია და თვლით, რომ საჭიროა რადიკალური გარდაქმნა, მაშინ აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რა ფაქტორები აფერხებს ცვლილებებს ? მოკლედ რომ ვთქვა რა იგულისხმება რადიკალურ გარდაქმნაში, ან რა შედეგი გვინდა მივიღოთ? – დღეს მოსწავლე მორგებულია სისტემაზე, ცვლილება გულისხმობს სისტემას რომელიც მორგებულ იქნება თითოეული ...

1. მე შევამჩნიე, რომ აბორტის მომხრეები ის ადამიანები არიან, რომელთაც უკვე მოასწრეს დაბადება. 2. ინგლისურ ენაში ყველაზე შემაძრწუნებელი სიტყვები ასეთია: მე მთავრობიდან ვარ და ნება მომეცით დაგეხმაროთ. 3. პრობლემა იმაში კი არაა, რომ ხალხი მცირე გადასახადებს იხდის, არამედ იმაში, რომ მთავრობა ხარჯავს ბევრს. 4. ჩვენ არასოდეს დავმარცხდებით თუ ხელს არ ავიღებთ ღმერთზე. 5. ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა. მე ...

საუკეთესო წლებს, როცა ხდება ადამიანის ქვეცნობიერის ფორმირება ჩვენ სკოლის კედლებში, სადაც ვეჩვევით რეფლექსების დონეზე იმის კეთებას რასაც სისტემა მოითხოვს ჩვენგან.. ამ საინტერესო პრეზენტაციაზე, ხვიჩა მებონია განიხილავს მსგავსი სისტემის ნეგატიურ გავლენას ადამიანების ფინანსური და არამარტო ფინანსური,საერთო ცხოვრების დონეზე, ამ პრობლემის წარმოშობის მიზეზებს და მისი გადაწყვეტის გზებს. ...

სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს მოქალაქენი მისი აღსაზრდელები არიან. დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი, დაე, მისი მართვა, არსებითად, მოსწავლეთა ხელში გადავიდეს. მართვის ცოცხალი პრაქტიკა გამოაწრთობს მოზარდი თაობის მოქალაქეობრივ ხასიათს… თვითმმართველობის შემოღება არის მოქალაქეობრივი გრძნობების აღზრდის უმნიშვნელოვანესი საშუალება. მომავლის სკოლა, რომლის მიზანი მოქალაქეობრივად განწყობილი ხასიათის აღზრდა იქნება, აუცილებლად ბევრს იფიქრებს სასკოლო ცხოვრებაში მჩქეფარე პრაქტიკულ საქმიანობაზე, რომელიც დღენიადაგ აღძრავს ბავშვებში ...