ერთ ქალაქში ცხოვრობდა მოხუცი კაცი, რომლის დღეებიც დათვლილი იყო. მოხუცი ძალიან სწუხდა იმის გამო, რომ მთელი ცხოვრება მუხლჩაუხრელად იმუშავა, უდიდესი ქონება დააგროვა, მას კი ამ სიმდიდრის საიქიოში წაღება არ შეეძლო. ამიტომ დაიწყო ლოცვა იმისთვის, რომ იქნებ ასეთი შესაძლებლობა მისცემოდა. ანგელოზმა გაიგონა მისი ხვეწნა-მუდარა, გამოეცხადა და უთხრა: “ბოდიში, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვა – ვერ შეძლებ შენი სიმდიდრის თან წამოღებას.” კაცი ...

სკოლაში მასწავლებელი კითხულობს: – ბავშვებო, თქვენი აზრით რა არის ტრაგედია? – თქვი გოგი. – ჩემი აზრით, ტრაგედიაა – როცა მიდიხარ ქუჩაში და ხედავ შენ წინ მიდის მაგარი ქერა ნაშა, სექსუალური ფიგურით, მარა ამ დროს მოდის ავტობუსი, ის ჯდება, შენ კი ვერ ასწრებ, აი ესაა ტრაგედია! – ძალიან კარგი გოგი. დაჯექი, ხუთიანი. კიდევ ვინ როგორ ფიქრობს? თქვი, ვახტანგ. – მე ვფიქრობ, ...

მოხუცი ყიდის საზამთროებს ბაზარში. წინ წარწერა აქვს: ” ერთი საზამთრო – 3 ლარი, 3 საზამთრო – 10 ლარი”. ჩერდება გამვლელი: – მოხუცო, კარგად ხარ?! ერთი თუ 3 ლარი ღირს, სამი 10 ლარი როგორ?! – აი ეგრე გამოდის და…. პასუხობს მოხუცი. – რა გამოდის ეგრე?! აი, შენ სამი ლარი და მომეცი ერთი საზამთრო. მოხუცი ართმევს 3 ლარს, აწოდებს საზამთროს. – აი, ...

კურდღელი ზის და წერს. გამოიარა მგელმა და ეკითხება კურდღელს: – რას აკეთებ? – საკურსოს ვწერ. – რა თემაზე წერ საკურსოს? – როგორ შეჭამა კურდღელმა მგელი. – ეს როგორ? – წამოდი და განახებ. წაიყვანა მგელი კურდღელმა და ცოტა ხანში მარტო დაბრუნდა, გააგრძელა წერა, გამოიარა დათვმა, ეკითხება კურდღელს. – რას აკეთებ? – საკურსოს ვწერ. – რა თემაზე? – როგორ შეჭამა კურდღელმა დათვი? ...

ბავშვი და დედა: ცნობისმოყვარე ბავშვმა ჰკითხა დედას: „დედი, რატომ გაქვს თმა ზოგ ადგილას ჭაღარა?“ დედამ გადაწყვიტა გამოეყენებინა ეს მომენტი და უპასუხა: „შენ გამო, ძვირფასო. შენი ყოველი ცუდი საქციელი ჩემს თმაზე აისახება და ის ჭაღარავდება!“ ბავშვმა მიამიტურად თქვა: „ახლა ვიცი, თუ რატომ აქვს ბებიას მთელი თავი ჭაღარა.“ მცდარი წერილი: წყვილი დასასვენებლად მიდიოდა, თუმცა ცოლს ბიზნესშეხვედრა ჰქონდა და ქმარი პირველი ჩავიდა „დანიშნულების ადგილას“. ცოლს ...

ერთხელ ლომი და ხარი ღვინოს სვამდნენ. ამ დროს, ლომს მობილურზე ცოლმა დაურეკა. ლომმა უპასუხა ცოლს: – გისმენ ძვირფასო.. ხო კარგი გასაგებია, მალე მოვალ. ხარი გაოცებული უსმენდა ლომს და როცა მან საუბარი დაასრულა მორიდებით ჰკითხა: – როგორ აძლევ ცოლს ნებას ასე გესაუბროს, შენ ხომ ცხოველთა მეფე ხარ? ლომს გაეცინა და უპასუხა: – ალბათ ამაზე ბევრი არ გიფიქრია ან უბრალოდ არ გესმის. ...

მარტოხელა მოხუცი კაცი, მინესოტის შტატის ერთ პატარა ფერმაში ცხოვრობდა. გაზაფხულზე კაცმა პომინდვრის დათესვა მოინდომა, თუმცა ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობდა. კაცის ერთადერთი დამხმარე შვილი ციხეში იჯდა. კაცმა წერილი მისწერა შვილს, სადაც თავის მდგომარეობის შესახებ უყვებოდა: “ძვირფასო შვილო, თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან ამ წელს პომიდვრის მოყვანას ვეღარ შევძლებ. გული მწყდება, რადგან დედაშენს ყოველთვის უყვარდა ბაღში ფუსფუსი, აყვავებული ნერგები კი ყოველთვის მის თავს ...

“ის, რაც სასაცილოა, არ შეიძლება საშიში იყოს.” – ვოლტერი. დანიელი მწერალი-მეზღაპრე ქრისტიან ანდერსენი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა თავის ჩაცმულობას. მწერლის გაცვეთილ პლაშს და შლაპას მთელი კოპენჰაგენი იცნობდა. ერთხელ, როცა ანდერსენი კოპენჰაგენის გაკრიალებულ ქუჩებში სეირნობდა,ერთმა გამვლელმა ჰკითხა: – უკაცრავად, ამ საცოდავ საგანს თქვენს თავზე თქვენ შლაპას ეძახით? ანდერსენი არ დაიბნა და მშვიდად შეუბრუნა კითხვა: – როგორ, ამ საცოდავ საგანს, თქვენი შლაპა ...

წლების წინ ამერიკაში ჩასულ ერთ ემიგრანტს უარი უთხრეს დარაჯის თანამდებობაზე იმიტომ, რომ მან წერა-კითხვა არ იცოდა. ამიტომ ის ზურგზე ტომარააკიდებული პატარა სოფელში, სადაც მაღაზიები არ იყო, ფეხით დადიოდა და ლითონის ჭურჭელს ყიდდა. დააგროვა ფული და საკუთარი მაღაზია გახსნა. შემდგომ წლებში ემიგრანტმა გახსნა პატარა მაღაზიები მზარდ სოფლებში, რომელსაც ის ოდესღაც ემსახურებოდა. დროთა გამნავლობაში მან დააარსა დიდი საწარმო საცალო ვაჭრობის სფეროში. როცა ...

ერთხელ შერლოკ ჰოლმსი და დოქტორ უოტსონი სალაშქროდ წავიდნენ. გზად დააღამდათ,კარავი დადგეს და დაიძინეს. რამოდენიმე საათის შემდეგ შერლოკ ჰოლმსი თავის მეგობარს აღვიძებს. – უოტსონ, შეხედე ცას და მითხარი რას ხედავ. დოქტორი უოტსონი მაღლა იხედება და ამბობს: “ცაზე მილიონობით ვარსკვლავია”. – და ეს რას გეუბნება? – ეკითხება მეგობარს ჰოლმსი. უოტსონი რამოდენიმე წამით ფიქრდება და პასუხობს: – ასტრონომიის მიხედვით შეიძლება ვთქვათ,რომ არსებობს მილიონობით გალაქტიკა ...