– ჩემი და შენი წინაპრები ამ მიწისათვის მუდამ იბრძოდნენ, და თუ არ რაიმე ღირებული, ვინ სულელს მოეპრიანება ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა. მიხვდი რაიმეს? – რა სისხლისღვრაში გადარჩენილან, რამდენ ბრძოლაში, შენ ყოფილ ისტორიკოსს, ჩამოგითვალო შემოსევები? და შენს უშუალო წინაპართაგან ერთი მაინც რომ დაღუპულიყო იმ აურაცხელ, უთვალავ ხიფათში, ნამდვილად არ იქნებოდა ახლა აქ, აი ამ მიწაზე, ამჟამად მშვენიერი ფეხსაცმელებით რომ დგახარ, ...

არაკი ვიცი ერთი მე, ჩვენი არ არის ის. ლომია დაჭრილი იმ არაკში, სისხლი მოსდის მკერდიდან და გარშემო აფთრებს სიხარული აქვთ და ზეიმი, ლომი რომ მოკვდება და ლეში მათ რომ დარჩებათ, იმიტომ გაგულისდება ლომი, მოიკრეფს უკანასკნელ ძალ-ღონეს, წამოუხტება აფთრებს, სისხლის გუბეს დააყენებს, მათსას. იბრძოლებს დიდს, გამოელევა ილაჯი, ჩავარდება მათი სისხლის გუბეში და ბანაობს შიგ. ასეა არაკში, რომ მტრის და მოშურნის სისხლმა ...

ვარ სტუდენტი და ამჟამად ვიმყოფები ნორვეგიაში, სადაც ვსწავლობ ნორვეგიულ ენას. იმედი მაქვს, რომ ჩემი სტატია ვინმესთვის მაინც საინტერესო იქნება. სანამ საქართველოდან წამოვიდოდი, ძალიან მინდოდა ქვეყნიდან წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემა არ მაქვს მაინც მინდოდა ქვეყნიდან წასვლა. არვიცი რატომ, თუმცა გაქცევა მინდოდა სადმე და ქვეყანას ნამდვილად არ ჰქონდა მნიშვნელობა. ბევრი რომ არ ვისაუბრო, თუ როგორ მოხდა ჩემი ...

ადამიანი სადაც იბადება და იზრდება, იქვე რჩება, დედაზე ყველა მიბმული ვართ, როგორც ხბო პალოს. და თუ ვშორდებით – ვაგრძელებთ ბაწარს, მაგრამ რამდენად შორს ვიწყებთ წანწალს, იმდენს ვეხვევით ათრეულ თოკში და თავის არ გვწამს. ასე არა ქნა რომაელმა ცინცინატუსმა (ქრისტეს შობამდე ხუთას წლის წინათ). პატრიციუსმა,ტრადიციულად, ზნეობით და თავმდაბლობით გამორჩეულმა, კონსული გახლდათ (დღევანდელი პრეზიდენტის ტოლი და ფარდი). ხმალშემართული ებრძოდა ვოლსკებს და მუსრს ...

“მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია (თუ მითარგმნია) მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, ...

სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია. ახლა აღარ მახსოვს კარგად, რომელ კლასში ვიყავი, მეოთხეში თუ მეხუთეში: – დუმბაძე ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო,- ამაყენა ქართულის მასწავლებელმა. – სამშობლო.. სამშობლო ადგილი სადაც დავიბადე და… – კიდევ? – ჩამეკითხა მასწავლებელი. ძალიან დადხანს ვიფიქრე, – დაჯექი დუმბაძე, მითხრა მასწავლებელმა, პასუხი რომ აღარ ვაღირსე. – არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი. ვიცი და ვერ ...