თომას პიკეტის წიგნი „21-ე საუკუნის კაპიტალიზმი“ ამაზონზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია. ის 2013 წელს გამოიცა ფრანგულად, ხოლო 2014 წლიდან ინგლისურადაც მიეწოდა მყიდველს. ვიკიპედიას ცნობით, 2015 წლის იანვრისთვის ამ წიგნის 1.5 მილიონი ცალი გაიყიდა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ჩინურ და ესპანურ ენებზე. სადღეისოდ ამაზონზე ის 25.42 ამერიკული დოლარი ღირს. შეგვიძლია დავუშვათ, რომ ამ წიგნის გაყიდვებიდან შემოსავალი მინიმუმ 37 500 000 ამერიკული დოლარი იყო ...