გაიცანით თოლია – სახელად ჯონათან ლივინგსტონი, ყველასგან განსხვავებული თოლია, რომელსაც ფრენით თავისუფლების შეგრძნება სურდა. თუმცა მოგეხსენებათ, განსხვავებულ ადამიანებს საზოგადოება გაფართოებული თვალებით შორიდან შესცქერის და მოქმედების საშუალებას არ აძლევს, როდესაც რიჩარდ ბახის ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები წავიკითხე ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვები გამახსენდა: „რაც უფრო მაღლა ავფრინდებით, მით უფრო პატარები ვჩანვართ მათთვის, ვისაც ფრენა არ შეუძლია“. გთავაზობთ გენიალური ნაწარმოებიდან ფრაზებს: „ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა“ ...

ვუძღვნი ჭშმარიტ თოლია ჯონათანს, რომელიც ყველა ადამიანში ცხოვრობს. ,,ამ წიგნით რიჩარდ ბახმა ორი რამ მომანიჭა: ფრენა შემაძლებინა და გამაახალგაზრდავა. ორივესთვის უღრმესი მადლობელი ვარ“. – რეი ბრედბერი ამერიკელი მწერალი რიჩარდ ბახი დიდი გერმანელი კომპოზიტორის შთამომავალია. იგი პროფესიით მფრინავია და ხშირად სენტ-ეკზიუპერისაც უწოდებენ. სახელი და დიდება მას ამ მოთხრობამ მოუტანა. ადრინდელ ლიტერატურულ ნაწარმოებებს წარმატება არა ჰქონია. თუმცა, არც ჯონათანის ავტორად თვლის იგი ...