გაუტამა ბუდა, იმ სოფლის გავლით მიდიოდა, რომელშიც მისი მოწინააღმდეგები ცხოვრობდნენ. მოსახლეობა გარეთ გამოცვივდა, ბუდას ალყა შემოარტყა და მისი დამცირება დაიწყო. ბუდას მოწაფეები ისე განაწყენდნენ, რომ მზად იყვნენ შეტევაზე გადასასვლელად.ბუდამ კი მათ მიმართა: თქვენ იმედი გამიცრუეთ. ეს ადამიანები თავიანთ საქმეს აკეთებენ. განრისხებულნი არიან, რადგან ჰგონიათ, რომ თავიანთი რელიგიისა და მორალური ღირებულებების მტერი ვარ. მამცირებენ – ეს ბუნებრივია. მაგრამ თქვენ რატომ ბრაზობთ?! ...