თუ აპირებ კარგი პოლიტიკოსი იყო , გახსოვდეს, რომ  არის რამოდენიმე წვრილმანი, რომელთაც ანგარიში უნდა გაუწიო: პირველი – უნდა იყო ამ თანამდებობისათვის ვარგისი კაცი. საამისოდ კი საჭიროა საფუძვლიანად შეისწავლო ძველი და ახალი ისტორიები და დაეუფლო ენებს. უნდა ზედმიწევნით იცოდე სხვადასხვა ქვეყნების წყობილება და იქაური მმართველობის ყაიდა – მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. უნდა იცოდე ძველი და ახალი იმპერიების აღზევებისა და დაცემის ...